1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. სამინისტრო ვალდებულია ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სამინისტროში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტს და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებს და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს,  რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად.  სამოქმედო გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. სამინისტრო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას, ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან  ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სამინისტროს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სამინისტროსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო  წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სამინისტროს ატორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები;

დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

ე) სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება