სამინისტრო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს შესაბამისი ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (ბატარეებისა და აკუმულატორების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით სამინისტრო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშომლოს  მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების  განსახორციელების მიზნით;

ე) განახორციელოს კონტროლი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა  და დავალდებულებების შესრულებაზე კანონმდებლობის შესაბამისად; შემოწმების ჩასატარებლად სამინისტრო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში;

ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ;

თ) მოამზადოს ან დაუკვეთოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კვლევები და ანგარიშები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროგრამებსა და კვლევებშ