ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორი (შემდეგში

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

სისტემის კოორდინატორი) – დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სათანადო კვალიფიკაციისა და საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მეშვეობით ხელს უწყობს დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას, პასუხისმგებელია მის გამართულ ფუნქციონირებასა და უწყვეტ განვითარებაზე. იგი წარმოადგენს მაღალი რგოლის მენეჯერს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება ფინანსური სამსახურის/ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის პასუხისმგებლობა უნდა მოიცავდეს შემდეგს: ● ჯანსაღი და გამართული შიდა კონტროლის სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და მიზნების სრულყოფილად შესრულებას; ● სახელმწიფო სახსრებისა და დაწესებულების აქტივების დაცვას არამართლზომიერი გამოყენებისაგან; ● იმის უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ დანაყოფში, მათ შორის დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არსებობს რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის ღონისძიებები; ● მოთხოვნას დაწესებულების სისტემაში შემავალი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი, ეფექტური ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; ● უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების მაღალი რგოლის მენეჯერები ხელს უწყობდნენ დაწესებულების შიგნით ერთიანობისა და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას; ● უზრუნველყოფას, რომ მაღალი რგოლის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იარსებებს საზედამხედველო ღონისძიებები და უფლებამოსილებების დელეგირება; ● კონტროლის ღონისძიებების ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე კონტროლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნების მიღწევას და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ქმედებებს; ● ინფორმაციის ნაკადების არსებობას; ● შესაბამის ღონისძიებებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ქმედითობისა და ეფექტიანობის სისტემატური მონიტორინგისათვის

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →