ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფი, რომლის ძირითადი მოვალეობაა ბიუჯეტის კოორდინირება, მის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აღრიცხვის წარმოება, ხარჯებისა და შემოსავლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობის კონტროლი. იგი პროგრამის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავის წინაშე და ვალდებულია ხელი შეუწყოს ფინანსური მართვისა და კონტროლის პრინციპების დანერგვას. ამასთან, დაწესებულების ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი პროგრამის ხელმძღვანელებისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ანგარიშს, რომელიც წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →