ინციდენტი

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საავიაციო შემთხვევის გარდა, საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატირების უსაფრთხოებაზე; ვ) კატასტროფა – საავიაციო შემთხვევა, რამაც გამოიწვია რომელიმე მგზავრის ან ეკიპაჟის წევრის სიცოცხლის მოსპობა ან უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ან მისი/მათი სხეულის ისეთი დაზიანება რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კატასტროფას მიეკუთვნება ასევე რომელიმე იმ პიროვნების სიცოცხლის მოსპობა, რომელიც იმყოფებოდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ავარიული ევაკუაციის ჩატარების დროს. ამ წესის მიზნებისთვის, სიკვდილის დადგომის ფაქტად მიიჩნევა საავიაციო შემთხვევიდან 30 დღე-ღამის განმავლობაში სხეულის დაზიანების შედეგად დამდგარი სიცოცხლის მოსპობის ფაქტი

საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

პროვაიდერისთვის მოულოდნელი ერთჯერადი მოვლენა ან ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების სერია, რომელსაც პროვაიდერის საგადახდო მომსახურების მთლიანობაზე, ხელმისაწვდომობაზე, კონფიდენციალურობაზე ან/და ავთენტურობაზე აქვს ან მოსალოდნელია ჰქონდეს უარყოფითი/საზიანო გავლენა

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

შემთხვევა, რომელიც აშკარა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →