ოპერატორი

12 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელ(ებ)ით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებსა და სიმძლავრეებთან დაშვებას ან მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 1

პირი, რომელიც ჩართულია საბურავების და გამოყენებული საბურავების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შეგროვების პუნქტები და ცენტრები, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი

საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ან ნარჩენების დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება

ნარჩენების მართვის კოდექსი · მუხლი 3

პირი, რომელიც ჩართულია ბატარეების და აკუმულატორების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ ბიოპროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე

ბიოწარმოების შესახებ · მუხლი 3

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი

მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა · მუხლი 2

თბილისის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →