კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.09.2010 ძალადაკარგული 01.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №26 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1296

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №26 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1296

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №13 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №26 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1296

2. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

3. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 13.04.2011 წ.

დანართი №1

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №26 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1296

    მუხლი 1. კასპის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 15.10.10, №26).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №26 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1296

     მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფ ებ ის –განყოფილე ბე ბისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფ ებ ია: მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება და შესყიდვების ადმინისტრირების განყოფილება .

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 13.04.2011 წ.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

ზ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

თ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

ი) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ნ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ო) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

რ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

ს) საბუღალტრო აღრიცხვას;

ტ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

უ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ფ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;

ქ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ღ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;

ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

     მუხლი 4. მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები

1. მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 13.04.2011 წ.

 

მუხლი 5. შესყიდვების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები

1. შესყიდვების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;

ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

გ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს .

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 13.04.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1000360-3/