კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.09.2010 ძალადაკარგული 01.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №27 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1297

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №27 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1297

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №47 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №27 - სსმ V, №44, 28.10.2010წ., მუხ.1297

2. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №29 - სსმ V, №47, 05.11.2010წ., მუხ.1404

3. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 28.01.2011 წ.

4. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.02.2011წ.

5. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

6. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.02.2012წ.

7. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

დანართი №1

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მართვის სამსახურის დებულება

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №27 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1297

    მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 15.10.10, №27).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №27 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1297

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №29 - სსმ V, №47, 05.11.2010 წ., მუხ.1404

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.02.2012წ.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

კ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

მ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ნ) (ამოღებულია - 03.02.2012, №10);

ო) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

პ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ჟ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

რ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ს) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ტ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

უ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ფ) (ამოღებულია - 21.12.2012, №44);

ქ) (ამოღებულია);

ღ) (ამოღებულია);

ყ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას ;

შ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

ჩ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ც) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას ;

ძ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

წ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ჭ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;

ხ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

ჯ) (ამოღებულია - 23.12.11 №53);

ჰ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ა.ა) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 28.01.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.02.2012წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

    მუხლი 4. ამოღებულია

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.02.2012წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1000382-7/