ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 30.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.137.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 7 სექტემბერი

დ. ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საკრებულოს თავმჯდომარე

გ. ენდელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) გამგებლის თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

დ) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ე) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ვ) სპეციალისტი კადრების საკითხებში;

ზ) სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

თ) სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;

ი) (ამოღებულია - 23.12.2011, №24);

კ) (ამოღებულია - 23.12.2011, №24);

ლ) შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. გამგებლის თანაშემწე უზრუნველყოფს:

ა) კონტროლის განხორციელებას მოხელეთა მხრიდან გამგებლის დავალებების ჯეროვან და დროულ შესრულებაზე;

ბ) კონტროლის განხორციელებას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი წესით გამგეობის საჯარო მო სამსახურეთა სამუშაოზე გამოცხადება ზე, სამუშაო ადგილიდან გასვლა ზე და სამუშაოს დამთავრება ზე;

გ) გამგებელთან მოქალაქეთა ორგანიზებულ მიღებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. სპეციალისტი კადრების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება ს; სოციალური საკითხების გადაწყვეტა ს და საპენსიო საბუთების გაფორმება ს წელთა ნამსახურობის მიხედვით;

გ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

დ) კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

6. სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;

გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

დ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მის ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ე) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში;

ვ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ზ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის გამართულ კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ე) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ზ) ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

თ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

8. (ამოღებულია - 23.12.2011, №24).

ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვაზე, რემონტზე, კეთილმოწყობაზე, დაგვა-დალაგებაზე, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვაზე ზედამხედველობას,შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

9. შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფენ:

ა) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას;

ბ) მათი შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქმიანობის საერთო კოორდინაცია-კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1001367-1/