ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 30.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.137.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 7 სექტემბერი

დ. ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    

გ . ენდელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

    მუხლი 1.  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

  1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური   (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,  გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების და მათი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

     2.(ამოღებულია - 08.01.2013, №3).

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება № 2 5 - ვებგვერდი, 30 .1 2.2011წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

  1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში;

დ) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში;

 ე) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ხაზინასთან ურთიერთობის საკითხებში;

ვ) (ამოღებულია - 08.01.2013, №3);

ზ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;

თ) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების საკითხებში;

ი) უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

კ) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება № 2 5 - ვებგვერდი, 30 .1 2.2011წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

    მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

  1. სამსახურის უფროსი:

 ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

 ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;

დ) დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მომზადებასა და საკრებულოში განსახილველად წარდგენას;

ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ვ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. მთავარი სპეციალისტი (უფროსი სპეციალისტი) პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში; უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ხაზინასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

დ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაანგარიშება-გაცემას;

ზ) გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. (ამოღებულია - 08.01.2013, №3).

5. მთავარი სპეციალისტი (უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების საკითხებში) სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების პროექტების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;

გ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ე) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

ვ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

ზ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 6. უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში უზრუნველყოფს:

 ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვაზე, რემონტზე, კეთილმოწყობაზე, დაგვა-დალაგებაზე, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვაზე ზედამხედველობას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება № 2 5 - ვებგვერდი, 30 .1 2.2011წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1001428-2/