უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (20)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.168
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2010 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ2“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

11. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 06.10.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებასა (შემდგომში – მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – შიდა მობილობა) გადასვლის პროცედურას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
მუხლი 2. სტუდენტთა მობილობისა და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება.
1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება ცენტრის ელექტრონული პორტალი (შემდგომში – ელექტრონული პორტალი), რომელზეც აისახება დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, მობილობის მსურველთა მონაცემები და ქვეყნდება დაწესებულებაში მობილობის წესით ჩარიცხვის კანდიდატთა სია.
3. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება:
ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად;
ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;
გ) მობილობით წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადა;
დ) ელექტრონული პორტალის წარმოების წესი.
4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესი უნდა დასრულდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 2 დღით ადრე.

მუხლი 3. მობილობის უფლების მქონე პირი
1. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.
2. მობილობის უფლება ასევე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს , ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით და შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.
8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
9. სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის მიიჩნევიან სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №16 5/ ნ - ვებგვერდი, 06.10.2011 წ.
მუხლი 4. მობილობის უფლების შეზღუდვა
1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად .

მუხლი 5. დაწესებულების მიერ მობილობისათვის ადგილების რეგისტრაცია
1. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
2. დაწესებულება უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ელექტრონულ პორტალზე.
3. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების პროცესში ცენტრი იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

მუხლი 6. მობილობის მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა
1. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. რეგისტრაციის მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ . ამ საფასურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მოიპოვებს მობილობის მსურველის სტატუსს.
2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა ან საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულსა ან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

მუხლი 7. დაწესებულებაში მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვება
1. თუ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, დაწესებულება ცენტრის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას ამ საგანმანათლებლო პროგრამისათვის ადგილის/ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში არ არსებობს სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში ვაკანტური ადგილი, დაწესებულების მიმართვის საფუძველზე ცენტრი უმატებს მას სტუდენტთა მისაღებ ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი მობილობის მსურველების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება დაწესებულებისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.
3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. იმ პირთა ერთიანი სია, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დაწესებულების შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე, ქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების მიღებაში ხელის შეშლა.
5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა
1. დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
2. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
4. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
5. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა.
7. დაწესებულება უფლებამოსილია, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
8. აღიარება ფორმდება მიმღები დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
9. დაწესებულება, ამ წესით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.
მუხლი 9. სტუდენტის მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა
1. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც ცენტრი ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.
2. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.
4 . რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი , რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლებ ა, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2011 წელს შემოდგომის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 7 ოქტომბრამდე. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
დანართი №2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური
მუხლი 1. საფასურის ოდენობა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს - 50 ლარს.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონულ პორტალზე (შემდგომში – ელექტრონული პორტალი) რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე.
3. თუ საფასური გადახდილია ამ დანართით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;
ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
გ) მობილობის უფლების მქონე პირი – 20 %-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
+

1. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს, რომლის საფუძველზე ცენტრი ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არ არის ასახული რეესტრში.
1. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც ცენტრი ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.
2. ცენტრის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.
2. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
3. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.
4. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
4 . რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი , რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2011 წელს შემოდგომის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 7 ოქტომბრამდე. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
დანართი №2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური
მუხლი 1. საფასურის ოდენობა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს - 50 ლარს.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონულ პორტალზე (შემდგომში – ელექტრონული პორტალი) რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე.
3. თუ საფასური გადახდილია ამ დანართით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;
ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
გ) მობილობის უფლების მქონე პირი – 20 %-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.168
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2010 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ2“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
11. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 06.10.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №220/ნ - ვებგვერდი, 10.10.2012წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებასა (შემდგომში – მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – შიდა მობილობა) გადასვლის პროცედურას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
მუხლი 2. სტუდენტთა მობილობისა და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება.🔗
1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება ცენტრის ელექტრონული პორტალი (შემდგომში – ელექტრონული პორტალი), რომელზეც აისახება დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, მობილობის მსურველთა მონაცემები და ქვეყნდება დაწესებულებაში მობილობის წესით ჩარიცხვის კანდიდატთა სია.
3. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება:
ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად;
ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;
გ) მობილობით წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადა;
დ) ელექტრონული პორტალის წარმოების წესი.
4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესი უნდა დასრულდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 2 დღით ადრე.
4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შიდა მობილობის შედეგები ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №220/ნ - ვებგვერდი, 10.10.2012წ.
მუხლი 3. მობილობის უფლების მქონე პირი🔗
1. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.
2. მობილობის უფლება ასევე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს , ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით და შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.
8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
9. სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის მიიჩნევიან სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №16 5/ ნ - ვებგვერდი, 06.10.2011 წ.
მუხლი 4. მობილობის უფლების შეზღუდვა🔗
1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
მუხლი 5. დაწესებულების მიერ მობილობისათვის ადგილების რეგისტრაცია🔗
1. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
2. დაწესებულება უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ელექტრონულ პორტალზე.
3. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების პროცესში ცენტრი იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
მუხლი 6. მობილობის მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა🔗
1. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. რეგისტრაციის მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ . ამ საფასურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მოიპოვებს მობილობის მსურველის სტატუსს.
2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა ან საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულსა ან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
მუხლი 7. დაწესებულებაში მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვება🔗
1. თუ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, დაწესებულება ცენტრის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას ამ საგანმანათლებლო პროგრამისათვის ადგილის/ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში არ არსებობს სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში ვაკანტური ადგილი, დაწესებულების მიმართვის საფუძველზე ცენტრი უმატებს მას სტუდენტთა მისაღებ ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი მობილობის მსურველების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება დაწესებულებისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.
3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. იმ პირთა ერთიანი სია, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დაწესებულების შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე, ქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების მიღებაში ხელის შეშლა.
5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №220/ნ - ვებგვერდი, 10.10.2012წ.
მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა🔗
1. დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
2. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
4. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
5. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა.
7. დაწესებულება უფლებამოსილია, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
8. აღიარება ფორმდება მიმღები დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
9. დაწესებულება, ამ წესით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.
მუხლი 9. სტუდენტის მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა🔗
1. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც ცენტრი ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.
2. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.
4 . რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები🔗
1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი , რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2011 წელს შემოდგომის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 7 ოქტომბრამდე. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 8 ივნისის ბრძანება №11 3 /ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
დანართი №2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური
მუხლი 1. საფასურის ოდენობა🔗
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს - 50 ლარს.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი🔗
1. საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონულ პორტალზე (შემდგომში – ელექტრონული პორტალი) რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე.
3. თუ საფასური გადახდილია ამ დანართით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;
ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
გ) მობილობის უფლების მქონე პირი – 20 %-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №10/ნ, 04.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014168 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1001733-8/