ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.09.2010 ძალადაკარგული 30.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ჩხორ ოწყუ ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 6 სექტემბერი

დ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №32-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1213

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისი ი ს დებულებ ა წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №32-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1213

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №53-ვებგვერდი, 18.01.2011წ.

დანართი №1

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისი ის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სარევიზიო კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

მუხლი 2.  კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ინიცირების წესით ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) განიხილავს და ბიუროს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

გ) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და მოხსენებებს;

დ) ამზადებს და საკრებულოს სამ თვეშჲ ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის შედეგების შესახებ;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №32-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1213

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №53-ვებგვერდი, 18.01.2011წ.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

3. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

    მუხლი 4. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;

გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

4. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით.

5. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №32-სსმV, №41, 21.10.2010წ.,მუხ.1213

    მუხლი 6. კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. კომისიის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.

2. კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 06.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1002938-2/