დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2010 ძალადაკარგული 04.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13-37
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 27/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 
ს

 

 

 

 

დადგენილება №13-37

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

 საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ შ. ალიევი

შეტანილი ცვლილებები:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-50 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1100

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №12-32 - ვებგვერდი, 05.08.2011 წ.

 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

3. სამსახურის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

5. (ამოღებულია - 30.09.10 №14-50).

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-50 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1100

 მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და უფლებები

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ს ამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

დ) სხვა თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარების ორგანიზება, გამგეობის მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა;

ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ვ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი;

თ) გამგეობის ინტერესების სასამართლოში დაცვის ორგანიზება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების) პროცედურების საორგანიზაციო უზრუნველყოფა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება გამგეობაში; სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე კონტროლის განხორციელება; დოკუმენტაციის შენახვისა და საარქივო წარმოების უზრუნველყოფა;

კ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, გამგეობის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება; საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებით მიღებული გამგებლის სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების, გამგებლის ანგარიშების, გამგეობის პრესრელიზების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

მ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ნ) გამგეობის საკუთრებაში არსებული მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; წინადადებების მომზადება გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; გამგეობის შენობის, საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვ. მოვლა-პატრონობა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურ ა შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის თანამშრომლებისაგან.

2. (ამოღებულია - 29.07.11 №12-32).

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

4. (ამოღებულია - 29.07.11 №12-32).

5. (ამოღებულია - 29.07.11 №12-32).

6. (ამოღებულია - 29.07.11 №12-32).

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №12-32 - ვებგვერდი, 05.08.2011 წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №12-32 - ვებგვერდი, 05.08.2011 წ.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.   

3. (ამოღებულია - 30.09.10 №14-50).

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-50 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1100

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №13-37, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004007-2/