ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.250.050.35.119.016.007
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 7 წლის 28 თებერვლის № 21 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გელენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №42 - სსმV, №47, 05.11.2010 წ., მუხ.1386
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვ ებგვერდი, 10.01.2011 წ.
დანართი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №42 - სსმ V, №47, 05.11.2010 წ ., მუხ .1386
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვებგვერდი, 10.01.2011 წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.250.050.35.119.016.007
010.250.050.35.119.016.007
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 7 წლის 28 თებერვლის № 21 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გელენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №42 - სსმV, №47, 05.11.2010 წ., მუხ.1386
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №42 - სსმ V, №47, 05.11.2010 წ ., მუხ .1386
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვებგვერდი, 10.01.2011 წ.
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვ ებგვერდი , 10.01.2011 წ .
დანართიხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №42 - სსმ V, №47, 05.11.2010 წ ., მუხ .1386
3 . ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 3 თებერვლის დადგენილება № 3 - ვებგვერდი , 04 .0 3 .2011წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვებგვერდი, 10.01.2011 წ.
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდეგ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას – მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ “ და „მობილიზაციის შესახებ “ საქართველოს კანონების შესაბამისად და უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტემპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.
მუხლი 2. სამსახურის უფლება -მოვალეობები🔗
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა;
ე) კონტროლი სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვაზე;
ვ) სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და მათი შეკრებების ორგანიზება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
თ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა) და ტექნიკის აღრიცხვის ორგანიზება;
ი) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებულ ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
კ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
ლ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
მ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს და ომისა და სამხადრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;
გ) მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით;
დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ე) უზრუნველყოს სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკრებების ორგანიზება;
ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.
3. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
5. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და , მოქმედი კანონმდებლობის თანახმად , პასუხს აგებს დაკისრებულ ი ამოცანებ ისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობ ის ცალკეულ მიმართულებებს ;
დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღ რიცხვაში ცვლილებებ ისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 4. (ამოღებულია)🔗
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №42 - სსმV, №47, 05.11.2010 წ., მუხ.1386
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №67- ვებგვერდი, 10.01.2011 წ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №20, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004347-2/