ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2010 ძალადაკარგული 04.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 27/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

  010.250.050.35.119.016.008

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 14 სექტემბერი 

ქ. ხონი                                            

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.    დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის  მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურში გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე  გ . გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №43 - სსმ V, №47,  05.11.2010 წ ., მუხ .1387

2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრი ს დადგენილება №68 - ვებგვერდი , 10.01.2011 წ. 

3 . ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 3 თებერვლის დადგენილება № 4 - ვებგვერდი ,   04 .0 3 .2011წ.

 

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- სამაშველო სამსახური ( ტექსტში შემდეგ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება - მოვალეობები

1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფუნქციაა:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ე) სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებების (ოპერაციების) განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;

ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) განახორციელოს სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებები (ოპერაციები);

ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სახანძრო -სამაშველო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია            

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი ( ტექსტში შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს    განსაზღვრავს საკრებულო , ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობას ცალკეულ მიმართულებებს;

დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №43 - სსმ V, №47,  05.11.2010 წ ., მუხ .1387

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №68 - ვებგვერდი,10.01.2011 წ. 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი,  04.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004365-3/