ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2010 ძალადაკარგული 26.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 27/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 010.250.050.35.119.016.010

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხონის მუნიციპალიტეტის მსაკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №16 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრი ს დადგენილება №44 - სსმV, №47,  05.11.2010 წ., მუხ.1388

2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი,  10.01.2011წ.

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდეგ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტ ა მპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. კულტურის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის გატარება კულტურის სფეროში;

ბ) კულტურის ადგილობრივი დაწესებულებებისა და სტრუქტურის შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) მუზეუმის საქმიანობის მართვა, კოორდინაცია, აღრიცხვა, კონტროლი;

დ) საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვა, ქსელის ორგანიზება მოსახლეობის ოდენობის, განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;

ე) სახელოვნებო განათლების სკოლების საქმიანობის ხელშეწყობა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განხორციელება;

ზ) უძრავი და მოძრავი, ძეგლებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ წინადადებების მომზადება.

თ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა;

ი) სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება, მატერიალური ფასეულობის დაცვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით;

კ) გამგეობისა და მსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება-მოწყობა;

ლ) შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ შემსრულებელთა მოღვაწეობის ხელშეწყობა;

მ) შემოქმედებით კავშირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

2. განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

 ა) განათლების სკოლა მ დელ და სკოლისგარეშე ადგილობრივი დაწესებულებების შექმნის, ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება.

ბ) სკოლა მ დელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და აღრიცხვა;

გ) ბავშ ვ თა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

დ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნაგებობათა მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის გაწევა.

3. სპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციები :

ა) მუნიციპალიტეტში სპორტული საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) სპორტულ ორგანიზაციებთან საზოგადოებებთან და ფედერაციებთან ერთად სპორტული შეჯიბრებების მოწყობა;

გ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

დ) სასპორტი-საგა ნ მანათლებლო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, ზრუნვა სპორტული რეზერვის მომზადებაზე;

ე) კორდინაციის განხორციელება ადგილობრივ სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივ გამოყენებაზე;

ვ) კონტროლის გაწევა ადგილობრივი სპორტულ-ნაგებობათა მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. ახალგაზრდობის სფეროში სამსახურის ფუნქციებია :

ა) ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) ახალგაზრდობის სოციალური და კულტურული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდების და მოზარდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა;

დ) ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება;

ე) ახალგაზრდებთან სამხედრო-პატრიოტული აღმზდელობითი მუშაობა.

    მუხლი 3. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსირებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების ექსპლუატაციისათვის სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრა და მარაგების შექმნა, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება; ამ დაწესებულებების საჭირო ინვენტარით აღჭურვის ორგანიზება, მათი მოვლის, აღრიცხვის და დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სკოლამდელთა სისტემებში ბავშვთა კვების ორგანიზაცია და უზრუნველყოფა; მათში მედპუნქტების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №44 - სსმV, №47,  05.11.2010 წ., მუხ.1388

    მუხლი 5. (ამოღებულია)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №70 - ვებგვერდი,  10.01.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“, №23, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004528-2/