„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.19.012.014.213
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №2
2010 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
3. დებულება არეგულირებს სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
დ) მონიტორინგი – სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ, აგრეთვე გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ი) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება;
კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);
მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული (შესრულებული) ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგება (მათ შორის, სამომავლო), რომლის საფუძველზეც პირს წარმოეშვა საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) პირის მიერ დადებული (შესრულებული) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში როგოც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის მიერ ეგზავნება სააგენტოს.
3. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მონაწილეობით დადებული (შესრულებული) ნებისმიერი გარიგება.
4. სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, სააგენტო თავად განსაზღვრავს გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4. სააგენტოს ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი ამ დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით სააგენტომ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მომსახურებით მოსარგებლე პირების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენის და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების წესი.
მუხლი 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები
1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (ან თანამშრომლებს).
2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია მოახდინოს გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებისა და სამსახურის მითითებების გათვალისწინებით.
3. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სააგენტო არ აჩერებს მომსახურებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ გარიგების მონაწილე პირის ან/და სხვა შესაბამისი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევისას და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგნოს სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
5. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) პირადი ნომერი;
ა.გ) მოქალაქეობა;
ა.დ) დაბადების თარიღი;
ა.ე) მისამართი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ ეს ინფორმაცია არ მოიპოვება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდულ პირს:
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
6. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. სააგენტომ უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.
მუხლი 7. სააგენტოს ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების შინაარსი;
ბ) გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც შესრულდა გარიგება;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება (სრულდება) გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას;
დ) სააგენტოს მიერ შესრულებული მოქმედების შინაარსი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს გარიგების (უფლების) რეგისტრაციიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ელექტრონულად ან/და ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) ელექტრონული სახით შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია.
4. სააგენტოს მიერ შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 9. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული სახით.
2. სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გარიგების ტიპის შესახებ;
გ) გარიგების შინაარსის შესახებ (რაც ითვალისწინებს ინფორმაციას გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღისა და ადგილის, განცხადების რეგისტრაციის ნომერს, მონაცემებს ფართის შესახებ, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობისა და ვალუტის შესახებ);
დ) საეჭვო გარიგებასთან მიმართებაში ინფორმაცია, რომელიც გახდა საფუძველი გარიგების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ.
3. ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს სააგენტოს ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ სააგენტოში განხორციელებულ სხვა ქმედებებს.
5. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს სააგენტოსგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტების ასლები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ იყო წარდგენილი სამსახურში. სააგენტო უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.
6. სააგენტო ვალდებულია მკაცრად დაიცვას სამსახურისთვის ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების, ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის, და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს.
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
+
[(ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.19.012.014.213
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №2
2010 წლის 16 თებერვალი
ქ.თბილისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
3. დებულება არეგულირებს სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
3. დებულება არეგულირებს სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
დ) მონიტორინგი – სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ, აგრეთვე გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ი) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება;
კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);
მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;
ო) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
პ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჟ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
რ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ს) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
ტ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება - გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისი ს ბრძანება №1 3 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.958
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 05.09.2011წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 02.02.2012წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები🔗
ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული (შესრულებული) ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგება (მათ შორის, სამომავლო), რომლის საფუძველზეც პირს წარმოეშვა საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) პირის მიერ დადებული (შესრულებული) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში როგოც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის მიერ ეგზავნება სააგენტოს.
3. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მონაწილეობით დადებული (შესრულებული) ნებისმიერი გარიგება.
31. მონიტორინგს არ ექვემდებარება ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგება, რომელიც სანოტარო წესით არის დამოწმებული; აგრეთვე, ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგება, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო (მისი ორგანოს სახით) ან თვითმმართველი ერთეულის ორგანოები.
4. სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, სააგენტო თავად განსაზღვრავს გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
მუხლი 4. სააგენტოს ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი ამ დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით სააგენტომ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მომსახურებით მოსარგებლე პირების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენის და სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდების წესი, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
მუხლი 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები🔗
2. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით სააგენტომ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მომსახურებით მოსარგებლე პირების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენის და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების წესი.
მუხლი 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები
1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (ან თანამშრომლებს).
2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით🔗
მუხლი 6. სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია მოახდინოს გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებისა და სამსახურის მითითებების გათვალისწინებით.
3. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სააგენტო არ აჩერებს მომსახურებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ გარიგების მონაწილე პირის ან/და სხვა შესაბამისი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
ბ1) ამ დებულების 91 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღებისას.
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევისას და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგნოს სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
5. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) პირადი ნომერი;
ა.გ) მოქალაქეობა;
ა.დ) დაბადების თარიღი;
ა.ე) მისამართი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ ეს ინფორმაცია არ მოიპოვება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდულ პირს:
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
6. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
61. სააგენტო უფლებამოსილია მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
7. სააგენტო ვალდებულია მოახდინოს პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის პირის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
8. სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სააგენტოს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისი ს ბრძანება №1 3 - სსმ III, № 63 , 04 . 06 .2010წ., მუხ. 958
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 05.09.2011წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 02.02.2012წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
მუხლი 61 . სააგენტოს ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით🔗
1. სააგენტო ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავ-შირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სააგენტომ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) სააგენტოს ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სააგენტო ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის-თანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისი ს ბრძანება №1 3 - სსმ III, № 63 , 04 . 06 .2010წ., მუხ. 958
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 02.02.2012წ.
მუხლი 7. სააგენტოს ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით🔗
7. სააგენტომ უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.
მუხლი 7. სააგენტოს ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების შინაარსი;
ბ) გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც შესრულდა გარიგება;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება (სრულდება) გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას;
დ) სააგენტოს მიერ შესრულებული მოქმედების შინაარსი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით🔗
მუხლი 8. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს გარიგების (უფლების) რეგისტრაციიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ელექტრონულად ან/და ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) ელექტრონული სახით შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია.
4. სააგენტოს მიერ შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 9. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით🔗
მუხლი 9. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული სახით.
2. სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გარიგების ტიპის შესახებ;
გ) გარიგების შინაარსის შესახებ (რაც ითვალისწინებს ინფორმაციას გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღისა და ადგილის, განცხადების რეგისტრაციის ნომერს, მონაცემებს ფართის შესახებ, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობისა და ვალუტის შესახებ);
დ) საეჭვო გარიგებასთან მიმართებაში ინფორმაცია, რომელიც გახდა საფუძველი გარიგების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ.
3. ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ასევე თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის გაჩენის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშეწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს სააგენტოს ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს სააგენტოს ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ სააგენტოში განხორციელებულ სხვა ქმედებებს.
5. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს სააგენტოსგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტების ასლები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ იყო წარდგენილი სამსახურში. სააგენტო უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.
6. სააგენტო ვალდებულია მკაცრად დაიცვას სამსახურისთვის ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების, ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის, და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 02.02.2012წ.
მუხლი 91. სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე🔗
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სააგენტოს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სააგენტოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, სამსახურისა და, მეორე მხრივ, სააგენტოს მითითების მიმღები უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:
ა) მითითების გამცემი (სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);
დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
ვ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;
ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო.
თ) სამსახურის/ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.
4. სააგენტო ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება სააგენტოს მიერ სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური სააგენტოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.
7. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.
8. სააგენტო ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოს მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.
9. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და მის თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა🔗
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მიღებულია 16.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.19.012.014213.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.08.2020.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №2, 16.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.19.012.014213 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005305/