ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.09.2010 ძალადაკარგული 02.03.2012
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.117.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 29/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №30

2010 წლის 15 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 4 დეკემბრის №21 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  კ. ფარჯანაძე

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.117.016.010

შეტანილი ცვლილებები:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულება

    მუხლი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობებს მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

 2. ტერიტორიული ორგანოები იქმნება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.

3. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.

5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათვისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.

    მუხლი 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

2. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობას;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

4. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.  

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

მუხლი 4. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 5. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 6. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 7. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 8. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 9. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 10. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 11. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. (ამოღებულია - 04.11.2010, №43).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №43-სსმV, №49, 11.11.2010წ.,მუხ.1466

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 15.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005656-1/