,,ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №369
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თინათინ გოლეთიანი – საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი
ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ვალერი ცერცვაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .0 3 .2008 წ; მუხ.513
2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:
ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში
გრიგოლ გიორგაძეს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს
გიორგი ტუღუშს – საქართველოში ეუთოს მისიის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში
მერი მერფს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ დირექტორს
ვლადლენ სტეფანოვს – საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში
ჯოუი დევის კირშნერს – საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს
თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს
გიორგი გოგიას – Human Right Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს
ლაშა მაღრაძეს – დამოუკიდებელ ექსპერტს
გიორგი ჩხეიძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. დამტკიცდეს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .03 .2008წ; მუხ.513
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
თავი II
საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 2
1. საკოორდინაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს ექსპერტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
თავი III
საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
მუხლი 3
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
ბ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
დ) ადამიანთა წამებასთან, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე მათთან ერთად ერთობლივი წინადადების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ე) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ 1984 წლის კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის თანახმად შექმნილი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.
თავი IV
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4
1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საკოორდინაციო საბჭო.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.
4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5
საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
+

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ოთარ ბერძენიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თინათინ გოლეთიანი – საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი კოტეტიშვილი – საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსი
ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ვალერი ცერცვაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
ვალერი ცერცვაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
დიმიტრი შაშკინი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .0 3 .2008 წ; მუხ.513
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27 .0 2 .200 9წ; მუხ.274
2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:
ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში
გრიგოლ გიორგაძეს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს
გიორგი გოგიას – Human Rights Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს
გიორგი ტუღუშს – საქართველოში ეუთოს მისიის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში
თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს
მერი მერფს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ დირექტორს
ჯოუი დევის კირშნერს – საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს
ვლადლენ სტეფანოვს – საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში
რაიტ კუუსს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ დირექტორს
ჯოუი დევის კირშნერს – საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს
ლაშა მაღრაძეს – დამოუკიდებელ ექსპერტს
თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს
ვლადლენ სტეფანოვს – საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში
გიორგი გოგიას – Human Right Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს
ვიდარ სტენსლენდს – საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელს
ლაშა მაღრაძეს – დამოუკიდებელ ექსპერტს
სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს
გიორგი ჩხეიძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
გიორგი ტუღუშს – დამოუკიდებელ ექსპერტს
თამარ ხიდაშელს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .0 3 .2008 წ; მუხ.513
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27 .0 2 .200 9წ; მუხ.274
3. დამტკიცდეს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მარტის ბრძანებულება №162-სსმ III, №46, 27 .03 .2008წ; მუხ.513
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმ III, №22, 27 .02 .2009წ; მუხ.274
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს
დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 2🔗
1. საკოორდინაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს ექსპერტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
მუხლი 3🔗
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
ბ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
დ) ადამიანთა წამებასთან, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე მათთან ერთად ერთობლივი წინადადების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ე) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ 1984 წლის კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის თანახმად შექმნილი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4🔗
1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საკოორდინაციო საბჭო.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.
4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5🔗
საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ““, №369, 20.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 080.230.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100840-1/