„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.250
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება № 17
2 006 წლის 18 სექტემბერი
ქ . თბილისი
სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,,ო “ და ,,ს “ ქვეპუნქტების შესაბამისად , ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება .
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №61-სსმIII,№176,29.12.2006წ.,მუხ.2410
2. საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №56-სსმIII,№107,31.07.2007წ.,მუხ.1191
დანართი
სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურა (შემდგომში – საოლქო პროკურატურა ) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო , რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით , საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით , ამ დებულებით , საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი ) სამართლებრივი აქტებით .
2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამართია :
3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი .
4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში , ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამცხე -ჯავახეთის საოლქო პრო -კურატურის დასახელებით .
საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 61-სსმIII,№176,29.12.2006წ.,მუხ.2410
საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია :
ა ) კანონის უზენაესობა ;
ბ ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ;
გ ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ;
დ ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება ;
ე ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი .
საოლქო პროკურატურა გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით :
ა ) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას ;
ბ ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ;
გ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას ;
დ ) ზედამხედველობს ოპერატიულ -სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ;
ე ) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების , წინასწარი პატიმრობის , თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში , რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს ;
ვ ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას ;
ზ ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ;
თ ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში ;
ი ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .
1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურორი (შემდგომში – საოლქო პროკურორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .
2. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე ,
3. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით .
4. საოლქო პროკურორი :
ა ) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;
ბ ) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა შორის ;
გ ) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას ;
დ ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;
ე ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელო -ბასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის , სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესა -ხებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ;
ვ ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს , გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს ;
ზ ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ , აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადას -ხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე ;
თ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე ;
ი ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;
კ ) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილე -ბების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს , შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილე -ბებზე ;
ლ ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების , მითითებების , დავალებების , საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის გადაწ -ყვეტილებების შესრულებას ;
მ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით , ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე , იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ;
ნ ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების , ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა ) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე ; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქ -ვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის ;
ო ) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს , აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს;
პ ) უზრუნველყოფს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნე -ბათა განკარგვას საფინანსო -საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს .
5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე , რომელ -საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .
6. საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე .
7. საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე .

1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პრო -კურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან , რომელთა ამოცანები , ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით .
2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია :
ა ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება :
ბ ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება );
გ ) კანცელარია .
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია :
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტო -რიულ ორგანოებში ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ -ხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა .
2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება .
3. კანცელარიის ამოცანებია :
საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგა -ნიზება და არქივის წარმოება ; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან , ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების , აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი .
მუხლი 7. განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც , დადგენილი წესით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .
2. განყოფილების უფროსი :
ა ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;
ბ ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის , უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას , ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე ;
გ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;
დ ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს , მასალებსა და სხვა დოკუმენტებს ;
ე ) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს ;
ვ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;
ზ ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს , განცხადებებსა და საჩივრებს , აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას ;
თ ) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით , უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას ;
ი ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;
კ ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს ;
ლ ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე .
1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან :
ა ) უფროსი პროკურორები ;
ბ ) პროკურორები ;
გ ) უფროსი გამომძიებლები ;
დ ) კანცელარიის უფროსი ;
ე ) სპეციალისტი .
2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით , რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი .
3. უფროსი პროკურორები და პროკურორები :
ა ) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას ;
ბ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში ;
გ ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის , მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას ;
დ ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას ;
ე ) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა -ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს .
5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას , ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით .
6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკუ -რატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას , ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ -ტების , ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას , ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს .
საქართველოს გენერალური პროკურორის 200 7 წლის 31 ივლისის ბრძანება № 56-სსმIII,№107,31.07.2007წ.,მუხ.1191
სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებუ -ლების გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პრო -კურორის ბრძანებით .
+

ზ. ადეიშვილიშეტანილი ცვლილებები:

ა ) პროკურორები ;
ა ) უფროსი პროკურორები ;
ბ ) უფროსი გამომძიებლები ;
ბ ) პროკურორები ;
გ ) კანცელარიის უფროსი ;
გ ) უფროსი გამომძიებლები ;
დ ) სპეციალისტი .
დ ) კანცელარიის უფროსი ;
ე ) სპეციალისტი .
2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით , რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი .
3. პროკურორები :
3. უფროსი პროკურორები და პროკურორები :
ა ) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას ;
ბ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში ;
გ ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის , მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას ;
დ ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას ;
ე ) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა -ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს .
5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას , ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით .
6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკუ -რატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას , ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ -ტების , ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას , ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს .
საქართველოს გენერალური პროკურორის 200 7 წლის 31 ივლისის ბრძანება № 56-სსმIII,№107,31.07.2007წ.,მუხ.1191
სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებუ -ლების გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პრო -კურორის ბრძანებით .
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”, №17, 18.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.250 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100876-2/