მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.230.000.22.035.014.271
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მინდობით აღზრდის პროცედურები (დანართი №1).
2. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
3. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
4. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
5. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
6. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
7. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
8. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).
81.დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), უზრუნველყოს მინდობით აღზრდის პროცედურებისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება.
9. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №304/ნ „მინდობით აღზრდის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“
10. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №245/ნ-სსმ III, № 98, 12.08.2010წ; მუხ.1467
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №439/ნ-სსმ III, № 172 , 31.12.2010წ; მუხ.2555
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-72/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №01-61/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
ეს წესი განსაზღვრავს მინდობით აღზრდის (მათ შორის გადაუდებელი მინდობით აღზრდის) პროცედურას, დედობილის/მამობილის და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ბავშვის მიმღებ ოჯახში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნისა და შეწყვეტის წესს.
1. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
2. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.
3. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება – ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს ბავშვის მოვლისა და აღზრდისათვის.
4. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები
1. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო.
2. სააგენტო:
ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და მინდობით აღზრდის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას;
გ) დროულად ახორციელებს დედობილის/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს მინდობით აღზრდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:
ა) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;
ბ) ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;
გ) ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის თავსებადობის შეფასებას, თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა):
გ.ა) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებია 16 წელზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;
გ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წლის ასაკს, არ ეთანხმება მინდობით აღზრდას;
გ.გ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან.
დ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს;
ე) ზედამხედველობს მინდობით არსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილის/მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ვ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II. დედობილის/მამობილის და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია
მუხლი 4. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიმართვა
1. ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), წარუდგინოს მისი და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) ასლი და შეავსოს განაცხადი (შემდგომში – განაცხადი) და გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა ნასამართლების შესახებ;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ;
დ) ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა, გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველი პირისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს მისთვის ბავშვის შეთავაზების შემდეგ, რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:
ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო;
გ) იმ პირისა, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;
გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
გ.თ) ყველა დაავადება და ტრამვა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ დედობილი/მამობილის არსებობისას მხოლოდ ერთს გააჩნია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი);
დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, მეურვისა/მზრუნველისა და სხვა პირებისა, რომლებსაც აკისრიათ მინდობით აღსაზრდელი ბავშვის რჩენის ვალდებულება;
ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი;
ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
თ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს. ამასთან, მინდობით აღზრდის მსურველ პირს შეუძლია განმეორებითი განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მუხლი 5. მინდობის აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასება
1. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი განაცხადის შევსებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და წერს დასკვნას.
2. სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის განხილვას შეიძლება დაესწროს მინდობით აღზრდის მსურველი პირი/ოჯახი. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
3 . მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პირს შეუძლია გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განმეორებით მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს დედობილად/მამობილად რეგისტრაციის თაობაზე.
მუხლი 6. დედობილის/მამობილის რეგისტრაცია
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს დედობილის/მამობილის რეგისტრაციას 1 წლის ვადით, თუ ამ ვადაში არ მოხდა დედობილისათვის/მამობილისათვის პირის მინდობით აღზრდაში გადაცემა.
2. დედობილის/მამობილის რეგისტრაციისას მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა და გადაუდებელი მინდობით აღზრდის სურვილი (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
მუხლი 7. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე პირი :
ა) რომელიც არის ობოლი;
ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
2. სოციალური მუშაკი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 25 სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს ბავშვის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) და ამზადებს დასკვნას მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსათვის წარსადგენად.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს მინდობით აღზრდას დაქევმდებარებულ პირთა რეგისტრაციას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).
მუხლი 8. დედობილის/მამობილის რეგისტრაციის გაუქმება
დედობილის/მამობილის რეგისტრაცია უქმდება:
ა) დაუყოვნებლივ, თუ ბავშვი განთავსებულია მინდობით აღზრდაში და ფიზიკურად არ იმყოფება დედობილთან/მამობილთან, გარდა იმ საპატიო მიზეზისა, რომელიც ცნობილია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსთვის;
ბ) დაუყოვნებლივ, თუ დედობილთან/მამობილთან ბავშვის ყოფნა საზიანოა მისი ინტერესებისათვის გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო;
გ) დედობილის/მამობილის რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლისას, თუ ამ ვადაში არ მოხდა დედობილისათვის/მამობილისათვის პირის მინდობით აღზრდაში გადაცემა;
დ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ან თუ განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორია (გარდა ტექნიკური უზუსტობისა). განაცხადში ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევაში, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არეგისტრირებს დედობილ/მამობილად, მიუხედავად მისი განმეორებითი მომართვისა.
თავი III. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვის განთავსება მიმღებ ოჯახში
მუხლი 9. ბავშვის შეთავაზება და თავსებადობის განსაზღვრა
1. ბავშვის საჭიროებების კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ახდენს ბავშვის შეთავაზებას დედობილისათვის/მამობილისათვის, ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დედობილი/მამობილი სოციალური მუშაკთან ერთად ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა). დედობილს/მამობილს უფლება აქვს გაეცნოს სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ ბავშვის საჭიროებების თაობაზე დასკვნას და მიიღოს ასევე ბავშვის შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია.
3. სოციალური მუშაკი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოფს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) და შესაბამისი დასკვნის მომზადებას რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ბავშვის განთავსება შეთავაზებულ დედობილ/მამობილთან ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს ან დედობილი/მამობილი უარს აცხადებს, ან შეუძლებელია სხვა რაიმე მიზეზის გამო, სააგენტო უზრუნველყოფს ბავშვის შეთავაზებას სხვა დედობილისთვის/მამობილისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პრინციპით.
მუხლი 10. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემაზე უარის თქმა
დედობილს/მამობილს უფლება აქვს განაცხადოს დასაბუთებული უარი ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემაზე, გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევისა.
მუხლი 11. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება და ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემა
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) იღებს რეგიონული საბჭო თავსებადობის შესახებ სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;
ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა;
გ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს;
დ) 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით;
ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.
3. ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (დედობილზე/მამობილზე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი უახლოესია ბავშვის საცხოვრებელთან/გამოვლენის ადგილთან, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს) იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. ამასთან, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში ბავშვი შეიძლება განთავსდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა, რომლის ვადის ათვლაც დაიწყება ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
4. ბავშვის ფაქტობრივ განთავსებამდე აუცილებელია დედობილ/მამობილს მიეწოდოს რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, ბავშვზე არსებული დოკუმენტაცია.
მუხლი 12. ხელშეკრულება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდისას – დედობილის/მამობილის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ (შემდგომში “ხელშეკრულება”). ხელშეკრულება ფორმდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).
2. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით.
3. ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონალური საბჭო.
მუხლი 13. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები
1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევისა) ყოველთვიურად საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.
2. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში ყოველი თვის 25 რიცხვამდე ანაზღაურდება გასული თვის განმავლობაში ბავშვის მიმღებ ოჯახში ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეები, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.
3. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მიუხედავად მინდობით აღზრდის პირობების შეცვლისა, გარდა შშმ სტატუსის დადგენის ან დაკარგვის შემთხვევებისა.
4. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება გაიცემა დედობილზე/მამობილზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
5. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ხელშეკრულების შეწყვეტისას (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) არასრულ თვეზე გაიცემა შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება სრული ოდენობით.
6. წლის განმავლობაში სააგენტო ვალდებულია პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოს განაცდური პერიოდის შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების სრულად დაფარვა.
მუხლი 14. მიმღები ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა
1. მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი:
ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად;
ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო;
გ) აცნობოს სააგენტოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან;
ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.
2. პასუხისმგებლობა დედობილის/მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებ-ლობისათვის, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 15. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მიმღებ ოჯახში
1. მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს კანონმდებლობით ბავშვებისათვის დადგენილი ყველა უფლებით.
2. მიმღებ ოჯახში მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი.
3. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
თავი IV. მიმღები ოჯახის ზედამხედველობა
მუხლი 16. მიმღებ ოჯახზე ზედამხედველობა
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი, აწარმოებს მიმღებ ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე.
2. ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ სოციალური მუშაკი მიმღებ ოჯახში ვიზიტს ახორციელებს არანაკლებ თვეში ერთხელ, სააგენტოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო გარემოს, იგი ამზადებს დასკვნას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს დედობილის/მამობილის რეგისტრაციის საკითხის გადასინჯვა.
თავი V. მინდობით აღზრდის შეწყვეტა
მუხლი 17. მინდობით აღზრდის შეწყვეტა
1. მინდობით აღზრდა წყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელშეკრულების ვადის გასვლისას, თუ მისი გაგრძელება არ მოხდა;
ბ) დედობილის/მამობილის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთებისას;
გ) დედობილის/მამობილის გარდაცვალებისას;
დ) ბავშვის გარდაცვალებისას;
ე) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას;
ვ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანისას;
ზ) თუ მინდობით აღსაზრდელი გახდა სრულწლოვანი;
თ) თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა;
ი) მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი);
კ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო;
ლ) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. თუ მინდობით აღზრდა შეწყვეტილ იქნა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო იღებს ზომებს ბავშვის ალტერნატიული განთავსების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 18. გარდამავალი დებულება
1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2013 წლის 1 იანვრამდე.
2. თუ არ არსებობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არაუმეტეს 2013 წლის 1 იანვრისა.
7
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.230.000.22.035.014.271 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №51/ნ+
2010 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ+
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მინდობით აღზრდის პროცედურები (დანართი №1). 2. (ამოღებულია - 10.08.2012, №01-54/ნ).საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
81.დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), უზრუნველყოს მინდობით აღზრდის პროცედურებისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 აგვისტოს ბრძანება № 245 /ნ-სსმ III, № 98 , 12 .0 8 .2010წ; მუხ. 1467
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება № 439 /ნ-სსმ III, № 172 , 31 . 12 .2010წ; მუხ. 2555
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
დანართი №1 მინდობით აღზრდის პროცედურები თავი I. ზოგადი დებულებანი+
მუხლი 1. რეგულირების სფერო+
ეს წესი განსაზღვრავს მინდობით აღზრდის (მათ შორის გადაუდებელი მინდობით აღზრდის) პროცედურას, დედობილის/მამობილის და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ბავშვის მიმღებ ოჯახში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნისა და შეწყვეტის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება+
1. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო. 2. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით. 3. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება – ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს ბავშვის მოვლისა და აღზრდისათვის.4. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები1
+
1. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. 2. სააგენტო: ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და მინდობით აღზრდის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას; გ) დროულად ახორციელებს დედობილის/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს მინდობით აღზრდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო: ა) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ბ) ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; გ) ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის თავსებადობის შეფასებას, თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა): გ.ა) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებია 16 წელზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა; გ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წლის ასაკს, არ ეთანხმება მინდობით აღზრდას; გ.გ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან. დ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს; ე) ზედამხედველობს მინდობით არსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილის/მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ვ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
მუხლი 4. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიმართვა1
+
1. ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), წარუდგინოს მისი და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) ასლი და შეავსოს განაცხადი (შემდგომში – განაცხადი) და გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ცნობა ნასამართლების შესახებ; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ; დ) ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა, გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის მსურველი პირისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს მისთვის ბავშვის შეთავაზების შემდეგ, რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 3. დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა: ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო; გ) იმ პირისა, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები: გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის; გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე; გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; გ.თ) ყველა დაავადება და ტრამვა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ დედობილი/მამობილის არსებობისას მხოლოდ ერთს გააჩნია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი); დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, მეურვისა/მზრუნველისა და სხვა პირებისა, რომლებსაც აკისრიათ მინდობით აღსაზრდელი ბავშვის რჩენის ვალდებულება; ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი;ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
თ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი აკმაყოფილებს დედობილის/მამობილის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი განაცხადის შევსებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და წერს დასკვნას. 2. სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის განხილვას შეიძლება დაესწროს მინდობით აღზრდის მსურველი პირი/ოჯახი. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 3 . მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პირს შეუძლია გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განმეორებით მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს დედობილად/მამობილად რეგისტრაციის თაობაზე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს დედობილის/მამობილის რეგისტრაციას 1 წლის ვადით, თუ ამ ვადაში არ მოხდა დედობილისათვის/მამობილისათვის პირის მინდობით აღზრდაში გადაცემა. 2. დედობილის/მამობილის რეგისტრაციისას მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა და გადაუდებელი მინდობით აღზრდის სურვილი (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). მუხლი 7. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია+
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე პირი : ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები. 2. სოციალური მუშაკი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 25 სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს ბავშვის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) და ამზადებს დასკვნას მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსათვის წარსადგენად. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს მინდობით აღზრდას დაქევმდებარებულ პირთა რეგისტრაციას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
დედობილის/მამობილის რეგისტრაცია უქმდება:ა) დაუყოვნებლივ, თუ ბავშვი არ არის განთავსებული დედობილთან/მამობილთან;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
მუხლი 9. ბავშვის შეთავაზება და თავსებადობის განსაზღვრა+
1. ბავშვის საჭიროებების კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ახდენს ბავშვის შეთავაზებას დედობილისათვის/მამობილისათვის, ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე. 2. დედობილი/მამობილი სოციალური მუშაკთან ერთად ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა). დედობილს/მამობილს უფლება აქვს გაეცნოს სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ ბავშვის საჭიროებების თაობაზე დასკვნას და მიიღოს ასევე ბავშვის შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია. 3. სოციალური მუშაკი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოფს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) და შესაბამისი დასკვნის მომზადებას რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ბავშვის განთავსება შეთავაზებულ დედობილ/მამობილთან ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს ან დედობილი/მამობილი უარს აცხადებს, ან შეუძლებელია სხვა რაიმე მიზეზის გამო, სააგენტო უზრუნველყოფს ბავშვის შეთავაზებას სხვა დედობილისთვის/მამობილისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პრინციპით. მუხლი 10. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემაზე უარის თქმა+
დედობილს/მამობილს უფლება აქვს განაცხადოს დასაბუთებული უარი ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემაზე, გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევისა. მუხლი 11. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება და ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემა+
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) იღებს რეგიონული საბჭო თავსებადობის შესახებ სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. 2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა; გ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს; დ) 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით; ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს; ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.3. ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას (დედობილზე/მამობილზე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი უახლოესია ბავშვის საცხოვრებელთან/გამოვლენის ადგილთან, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს) იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდისას – დედობილის/მამობილის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ (შემდგომში “ხელშეკრულება”). ხელშეკრულება ფორმდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).2. მინდობით აღსაზრდელის სრულწლოვანების მიღწევამდე პერიოდზე ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდისას – არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება № 439 /ნ-სსმ III, № 172 , 31 . 12 .2010წ; მუხ. 2555
+
1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში (გარდა არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევისა) ყოველთვიურად საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.2. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში ყოველი თვის 25 რიცხვამდე ანაზღაურდება გასული თვის განმავლობაში ბავშვის მიმღებ ოჯახში ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეები, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა. არანათესაური და გადაუდებელი მინდობით აღზრდის ანაზღაუ რება ხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სააგენტო.
3. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება რეგიონალური საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მიუხედავად მინდობით აღზრდის პირობების შეცვლისა.
+
1. მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი: ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად; ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო; გ) აცნობოს სააგენტოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან; ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. 2. პასუხისმგებლობა დედობილის/მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებ-ლობისათვის, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 15. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მიმღებ ოჯახში+
1. მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს კანონმდებლობით ბავშვებისათვის დადგენილი ყველა უფლებით. 2. მიმღებ ოჯახში მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი. 3. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ. თავი IV. მიმღები ოჯახის ზედამხედველობა+
მუხლი 16. მიმღებ ოჯახზე ზედამხედველობა+
1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი, აწარმოებს მიმღებ ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე. 2. ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ სოციალური მუშაკი მიმღებ ოჯახში ვიზიტს ახორციელებს არანაკლებ თვეში ერთხელ, სააგენტოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში. 3. იმ შემთხვევაში თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო გარემოს, იგი ამზადებს დასკვნას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს დედობილის/მამობილის რეგისტრაციის საკითხის გადასინჯვა. თავი V. მინდობით აღზრდის შეწყვეტა+
მუხლი 17. მინდობით აღზრდის შეწყვეტა+
1. მინდობით აღზრდა წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელშეკრულების ვადის გასვლისას, თუ მისი გაგრძელება არ მოხდა; ბ) დედობილის/მამობილის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთებისას; გ) დედობილის/მამობილის გარდაცვალებისას; დ) ბავშვის გარდაცვალებისას; ე) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას; ვ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანისას; ზ) თუ მინდობით აღსაზრდელი გახდა სრულწლოვანი; თ) თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა; ი) მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი); კ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო; ლ) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. თუ მინდობით აღზრდა შეწყვეტილ იქნა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო იღებს ზომებს ბავშვის ალტერნატიული განთავსების უზრუნველსაყოფად. თავი VI. გარდამავალი დებულება+
მუხლი 18. გარდამავალი დებულება+
1. „ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2013 წლის 1 იანვრამდე.
2. თუ არ არსებობს „ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არაუმეტეს 2013 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 აგვისტოს ბრძანება № 245 /ნ-სსმ III, № 98 , 12 .0 8 .2010წ; მუხ. 1467
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება № 439 /ნ-სსმ III, № 172 , 31 . 12 .2010წ; მუხ. 2555
+
დანართი N 2 (ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-5 4 /ნ - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“, №51/ნ, 26.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 170230000.22.035.014271 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1008793-5/