სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (25)
შემდგომი ცვლილებები (19)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №52/ნ
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები (დანართი №1).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან” შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №340/ნ-სსმ III, №134, 19.09.2010წ; მუხ.1932
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №1
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. კომპეტენტური ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას) ან სააგენტო;
3. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
4. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია და დღის ცენტრი).
6. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
7. ობოლი ბავშვი –18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი.
8. მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი;
გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;
ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.
9. ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მისი მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;
10. ხანდაზმული – მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან;
11. დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი):
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;
ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;
დ) სასამართლო;
ე) სააგენტო;
ვ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო, თუ საჭიროა ბენეფიციარის ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი ერთი მომსახურების ობიექტიდან მეორე ობიექტში გადაყვანა.
12. ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი:
ა) მზრუნველობამოკლებული ბავშვი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გ) სრულწლოვანი, რომელიც არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი. ასევე, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მქონე სრულწლოვანი, რომელიც არის მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის ყოფილი აღსაზრდელი;
დ) ხანდაზმული;
ე) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
13. მაძიებელი – სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი.
14. კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.
15. რეესტრი – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №340/ნ-სსმ III, №134, 19.09.2010წ; მუხ.1932
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი
1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში ხანდაზმულის (მათ შორის, შშმ პირის, გარდა ფსიქიკური აშლილობის გამო შშმ პირისა) მოსათავსებლად:
ა.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.ბ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:
ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) დღის ცენტრში მოთავსების სურვილის შემთხვევაში:
გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ.გ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ.ე) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად:
დ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;
დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.ბ”, „ა.გ”, „ა.დ”, „ბ.ა”, „ბ.ბ”, „ბ.გ”, „ბ.დ”, „გ.ა”, „გ.გ”, „გ.დ”, „გ.ე” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.
3. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში – სააღმზრდელო დაწესებულებაში/ხანდაზმულთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსება, ასეთი პირი სააღმზრდელო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).
5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ პირი 18 წლის ასაკიდან და შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმული.
6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.
7. გადაუდებელი წესით, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.
3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
4. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებისთვის შეფასება ხორციელდება სამინისტროს დავალებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
5. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხის განხილვამდე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
7. სათემო ორგანიზაციის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატების მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელები და უსახლკაროები ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
8. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
ა.ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;
ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
ა.გ) აქტიური სიფილისით;
ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;
ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებაზე უარის თქმის საფუძველი
დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს.
მუხლი 6. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება
1. სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);
ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);
ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.
2. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და ქმედუნარიან ბენეფიციარს შორის.
3. ხანდაზმულთა/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) და ხანდაზმულთა პანსიონატში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ხანდამულთა პანსიონატში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 7. სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა
1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:
ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):
ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში), უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ:
ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.
გ) ქმედუნარიანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:
გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს; მოცემული ვადებ ის ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა
1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება, თუ:
ა) პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;
ბ) პირი შვილად იქნა აყვანილი;
გ) პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
დ) პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;
ე) პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ.
ზ) პირი გარდაიცვალა.
2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) მისი სურვილის შემთხვევაში;
ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე.
3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
დ) მომსახურების მიმწოდებე ლი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
4. დღის ცენტრიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);

ე) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის წარუდგენლობა;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
6. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ.
7. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-6/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლის 9. გარდამავალი დებულებანი
2012 წლის 1 ივნისამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ან/და გადაუდებელი წესით განთავსებული ბენეფიციარები, ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად, მათი შეფასების განხორციელებამდე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
დანართი №2
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
განცხადება
განმცხადებელი დაწესებულება1
სრული დასახელება --------------------------------------------------------------------------------
მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ---------- -----------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------- ------------- ელ-ფოსტა ------------- --------------------
განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი2
სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------- -----------------------------
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ---------- --------------------------
კავშირი მაძიებელთან ---------------------------------------------------------------------------------
მაძიებელი:
სახელი და გვარი ---------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი -----------------------------------------------------------------------------------------
დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------
მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- -----------
მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ------------------------------- -----
მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება3
|
რეგისტრირებულია სოციალურ ად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში |
|
|||
|
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი |
|
|||
|
წინა წელს სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით |
|
|||
|
რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები |
|
|||
|
ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი უსახლკარო მარტოხელა
|
|
მაძიებლის განთავსებისათვის სპეციალიზებული დაწესებულების ტიპი
|
ხანდაზმულთა პანსიონატი |
|
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი |
|
|
ბავშ ვ თა დღის ცენტრი |
|
|
სააღმზრდელო დაწესებულება დედათა და ბავშვთა თავშესაფარი |
|
|
|
|
|
სათემო ორგანიზაცია |
|
|
შშმ პირთა დღის ცენტრი
|
|
|
მაძიებელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე თანახმაა: |
|
|
სრული სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში |
|
|
თანადაფინანსების შემთხვევაში |
|
|
თვითდაფინანსების შემთხვევაში |
|
განმცხადებლის ხელმოწერა:
თარიღი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის დაწესებულება.
2. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი.
3. მიეთითება ცარიელ უჯრაში „X“ ნიშნით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
დანართი №3
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
I ნაწილი. პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა
|
№ |
ბენეფიციარის სახელი, გვარი და პირადი ნომერი |
მოქმედება |
გადაწყვეტილების |
მიმყვანი/გამყვანი პირის |
შენიშვნა |
||||||
|
მიმღები |
№ |
თარიღი |
სახელი და გვარი |
პირადი ნომერი |
თანამდებობა ან ნათესაური კავშირი |
თარიღი |
ხელმოწერა |
||||
|
|
მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა
|
№ |
ბენეფიციარის |
დროებითი გაყვანის |
დროებით გამყვანი/დამბრუნებელი პირის |
სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა |
შენიშვნა |
|||||||
|
სახელი და გვარი |
პირადი ნომერი |
საფუძველი |
გაყვანის ვადა |
სახელი და გვარი |
პირადი ნომერი |
უფლებამოსილი პირი ან ნათესაური კავშირი ბენეფიციართან |
ბენეფიციარის გაყვანის თარიღი |
ბენეფიციარის შემოყვანის თარიღი |
ხელმოწერა |
|||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
2
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №52/ნ 2010 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.
ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო დაწესებულებაში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.
1. სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. კომპეტენტური ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას) ან სააგენტო;
3. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
4. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია და დღის ცენტრი).
7. ობოლი ბავშვი –18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი.
8. მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი;
გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;
ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.
9. ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მისი მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;
10. ხანდაზმული – მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან;
11. დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი):
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;
ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;
დ) სასამართლო;
ე) სააგენტო;
ვ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო, თუ საჭიროა ბენეფიციარის ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი ერთი მომსახურების ობიექტიდან მეორე ობიექტში გადაყვანა.
12. ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი:
ა) მზრუნველობამოკლებული ბავშვი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გ) სრულწლოვანი, რომელიც არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი. ასევე, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მქონე სრულწლოვანი, რომელიც არის მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის ყოფილი აღსაზრდელი;
დ) ხანდაზმული;
ე) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 6 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 6 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
14. კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.
15. რეესტრი – ხანდაზმულთა პანსიონატში და შშმ პირთა პანსიონატში მოსათავსებელი მაძიებლების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულის (მათ შორის, შშმ პირის, გარდა ფსიქიკური აშლილობის გამო შშმ პირისა) მოსათავსებლად:
ა.ბ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) შშმ პირთა პანსიონატში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:
ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:
ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.
გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ.გ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ.ე) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) ჩვილ ბავშვთა სახლში ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად: (28.10.2011 № 01–49/ნ)
დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.ბ”, „ა.გ”, „ა.დ”, „ბ.ა”, „ბ.ბ”, „ბ.გ”, „ბ.დ”, „გ.ა”, „გ.გ”, „გ.დ”, „გ.ე” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.
3. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ხოლო ჩვილ ბავშვთა სახლში აგრეთვე ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, ასეთი ბავშვი სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).
5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება პირი 18 წლის ასაკიდან, რომელიც:
ა) ცხოვრობს შშმ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ან შშმ პირთა პანსიონატში;
ბ) არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი.
6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში – სააღმზრდელო დაწესებულებაში/ხანდაზმულთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსება, ასეთი პირი სააღმზრდელო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).
5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ პირი 18 წლის ასაკიდან და შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმული.
6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.
7. გადაუდებელი წესით, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.
3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
4. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში მოთავსების საკითხის განხილვამდე, მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
6. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელებს და უსახლკაროებს ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
7. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
8. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
10. ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.
3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
4. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებისთვის შეფასება ხორციელდება სამინისტროს დავალებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
5. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხის განხილვამდე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
7. სათემო ორგანიზაციის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატების მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელები და უსახლკაროები ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
8. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
ა.გ) აქტიური სიფილისით;
ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;
ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს.
მუხლი 6. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება
1. სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში);
ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში);
ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);
2. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და ქმედუნარიან ბენეფიციარს შორის.
3. ხანდაზმულთა/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:
ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):
ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში) , უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ:
ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.
გ) ქმედუნარიანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:
გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს; მოცემული ვადებ ის ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა
1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება, თუ:
ა) პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;
ბ) პირი შვილად იქნა აყვანილი;
გ) პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
დ) პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;
ე) პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ.
ზ) პირი გარდაიცვალა.
2. ჩვილ ბავშვთა სახლიდან ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში.
გ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;
3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
დ) მომსახურების მიმწოდებე ლი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
4. დღის ცენტრიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);
დ) მომსახურების მიმწოდებე ლი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის წარუდგენლობა;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
6. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ.
7. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-6/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესის ამოქმედებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად.
2. ამ წესის ამოქმედებამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად მოთავსებულ ბენეფიციარებად, აღნიშნული დაწესებულებების ბენეფიციართა შეფასების განხორციელებამდე.
2012 წლის 1 ივნისამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ან/და გადაუდებელი წესით განთავსებული ბენეფიციარები, ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად, მათი შეფასების განხორციელებამდე.
დანართი № 2
განმცხადებელი დაწესებულება1
სრული დასახელება -------------------------------------------------------------------------------- მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ---------- -----------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------ტელეფონი ------------------------------- ------------- ელ-ფოსტა ------------- --------------------
განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი2
სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------პირადი ნომერი ----------------------------------------------------------- -----------------------------
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ---------- --------------------------
კავშირი მაძიებელთან --------------------------------------------------------------------------------- მაძიებელი: სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------- პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------- დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- -----------
მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ------------------------------- -----
მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება3
რეგისტრირებულია სოციალური დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი
ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი
ბავშთა დღის ცენტრი
ბავშვ თა დღის ცენტრი
მაძიებელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე თანახმაა:
სრული სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში
_____________________________________________________
1. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის დაწესებულება.
2. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი.
3. მიეთითება ცარიელ უჯრაში „X“ ნიშნით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
№
ბენეფიციარის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მოქმედება გადაწყვეტილების მიმყვანი/გამყვანი პირის შენიშვნა მიმღები№
თარიღი სახელი და გვარი პირადი ნომერი თანამდებობა ან ნათესაური კავშირი თარიღი ხელმოწერა მოთავსება გამოყვანა მოთავსება გამოყვანა მოთავსება გამოყვანა II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა№
ბენეფიციარის დროებითი გაყვანის დროებით გამყვანი/დამბრუნებელი პირის სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა შენიშვნა სახელი და გვარი პირადი ნომერი საფუძველი გაყვანის ვადა სახელი და გვარი პირადი ნომერი უფლებამოსილი პირი ან ნათესაური კავშირი ბენეფიციართან ბენეფიციარის გაყვანის თარიღი ბენეფიციარის შემოყვანის თარიღი ხელმოწერასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.2
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №52/ნ
+
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
+
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები (დანართი №1).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან” შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №340/ნ-სსმ III, №134, 19.09.2010წ; მუხ.1932
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №1
+
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
+
ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
+
1. სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. კომპეტენტური ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას) ან სააგენტო;
3. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
4. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.
5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია და დღის ცენტრი).
6. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
7. ობოლი ბავშვი –18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი.
8. მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი;
გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;
ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.
9. ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მისი მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;
10. ხანდაზმული – მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან;
11. დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი):
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;
ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;
დ) სასამართლო;
ე) სააგენტო;
ვ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო, თუ საჭიროა ბენეფიციარის ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი ერთი მომსახურების ობიექტიდან მეორე ობიექტში გადაყვანა.
12. ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი:
ა) მზრუნველობამოკლებული ბავშვი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გ) სრულწლოვანი, რომელიც არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი. ასევე, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მქონე სრულწლოვანი, რომელიც არის მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის ყოფილი აღსაზრდელი;
დ) ხანდაზმული;
ე) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
13. მაძიებელი – სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი.
14. კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.
15. რეესტრი – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №340/ნ-სსმ III, №134, 19.09.2010წ; მუხ.1932
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი🔗
+
1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში ხანდაზმულის (მათ შორის, შშმ პირის, გარდა ფსიქიკური აშლილობის გამო შშმ პირისა) მოსათავსებლად:
ა.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.ბ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:
ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) დღის ცენტრში მოთავსების სურვილის შემთხვევაში:
გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ.გ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ.ე) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად:
დ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;
დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.ბ”, „ა.გ”, „ა.დ”, „ბ.ა”, „ბ.ბ”, „ბ.გ”, „ბ.დ”, „გ.ა”, „გ.გ”, „გ.დ”, „გ.ე” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.
3. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში – სააღმზრდელო დაწესებულებაში/ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსება, ასეთი პირი სააღმზრდელო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).
5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ პირი 18 წლის ასაკიდან და შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმული.
6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.
7. გადაუდებელი წესით, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 26.07.2012წ.
მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება🔗
+
1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.
3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
4. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებისთვის შეფასება ხორციელდება სამინისტროს დავალებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
5. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხის განხილვამდე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
7. სათემო ორგანიზაციის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატების მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელები და უსახლკაროები ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
8. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
ა.ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;
ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
ა.გ) აქტიური სიფილისით;
ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;
ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 26.07.2012წ.
მუხლი 5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებაზე უარის თქმის საფუძველი🔗
+
დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს.
მუხლი 6. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება🔗
+
1. სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);
ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);
ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.
2. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და ქმედუნარიან ბენეფიციარს შორის.
3. ხანდაზმულთა/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში), ხანდაზმულთა და შშმ პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ხანდაზმულთა პანსიონატში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 26.07.2012წ.
მუხლი 7. სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა🔗
+
1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:
ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):
ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში), უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ:
ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.
გ) ქმედუნარიანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:
გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს; მოცემული ვადებ ის ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა🔗
+
1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება, თუ:
ა) პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;
ბ) პირი შვილად იქნა აყვანილი;
გ) პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
დ) პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;
ე) პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ.
ზ) პირი გარდაიცვალა.
2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) მისი სურვილის შემთხვევაში;
ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე.
3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
დ) მომსახურების მიმწოდებე ლი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
4. დღის ცენტრიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);
დ) მომსახურების მიმწოდებე ლი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის წარუდგენლობა;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
6. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ.
7. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №271/ნ-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-6/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
+
2012 წლის 1 ივნისამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ან/და გადაუდებელი წესით განთავსებული ბენეფიციარები, ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად, მათი შეფასების განხორციელებამდე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
+
დანართი №2
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
განცხადება
განმცხადებელი დაწესებულება1
სრული დასახელება --------------------------------------------------------------------------------
მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ---------- -----------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------- ------------- ელ-ფოსტა ------------- --------------------
განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი2
სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------- -----------------------------
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ---------- --------------------------
კავშირი მაძიებელთან ---------------------------------------------------------------------------------
მაძიებელი:
სახელი და გვარი ---------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი -----------------------------------------------------------------------------------------
დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------
მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- -----------
მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ------------------------------- -----
მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება3
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი
წინა წელს სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით
რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები
ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი
უსახლკარო
მარტოხელა
მაძიებლის განთავსებისათვის სპეციალიზებული დაწესებულების ტიპი
ხანდაზმულთა პანსიონატი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი
ბავშვ თა დღის ცენტრი
სააღმზრდელო დაწესებულება
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
სათემო ორგანიზაცია
შშმ პირთა დღის ცენტრი
მაძიებელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე თანახმაა:
სრული სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში
თანადაფინანსების შემთხვევაში
თვითდაფინანსების შემთხვევაში
განმცხადებლის ხელმოწერა:
თარიღი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის დაწესებულება.
2. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი.
3. მიეთითება ცარიელ უჯრაში „X“ ნიშნით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
+
დანართი №3
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
I ნაწილი. პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა
№
ბენეფიციარის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
მოქმედება
გადაწყვეტილების
მიმყვანი/გამყვანი პირის
შენიშვნა
მიმღები
№
თარიღი
სახელი და გვარი
პირადი ნომერი
თანამდებობა ან ნათესაური კავშირი
თარიღი
ხელმოწერა
მოთავსება
გამოყვანა
მოთავსება
გამოყვანა
მოთავსება
გამოყვანა
II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა
№
ბენეფიციარის
დროებითი გაყვანის
დროებით გამყვანი/დამბრუნებელი პირის
სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
შენიშვნა
სახელი და გვარი
პირადი ნომერი
საფუძველი
გაყვანის ვადა
სახელი და გვარი
პირადი ნომერი
უფლებამო სილი პირი ან ნათესაური კავშირი ბენეფიციართან
ბენეფი ციარის გაყვანის თარიღი
ბენეფიციარის შემოყვანის თარიღი
ხელმოწერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №52/ნ, 26.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014273 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1008810-6/