საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/330
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. ცენტრი დასახელებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინასა და ბანკში, ბეჭედი, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო და ბლანკი.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0177, საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42ა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14წ.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ცენტრის მიზნები და ფუნქციებია:
ა) აკრედიტაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) აკრედიტაციის სამუშაოთა დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმის სრულყოფის, აკრედიტაციის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აკრედიტაციის სისტემის სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ე) აკრედიტაციის მოწმობის გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება, გაგრძელება და გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოება; რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;
კ) კომპეტენციიდან გამომდინარე სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ლ) საქართველოს წარმოდგენა აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საერთაშორისო ნორმების თანახმად აკრედიტაციის წესების და საერთო პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება;
ნ) აკრედიტაციის სამუშაოების შესრულება და შესაბამისობის შემფასებელი იურიდიული ან ფიზიკური პირების უფლებამოსილების ოფიციალურად აღიარება შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაციისათვის;
პ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ჟ) აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში აკრედიტებული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ს) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაცია/საჩივარი) განხილვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) საკუთარი პერსონალის ატესტაციის უზრუნველყოფა;
უ) მომსახურების გაწევა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკურ ი პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №1-1/ 882 - სსმ III, № 63 , 04 . 06 .2010, მუხ. 955
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 21. (ამოღებლია)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1-1/27 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
მუხლი 3. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
2. ცენტრის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი, დირექტორის წარდგინებით.
3. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვისათვის, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და მიზნობრივი ხარჯვისათვის.
4. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმოადგენს ცენტრს რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება;
დ) შეიმუშავებს ცენტრის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ე) ცენტრის სახელით ხსნის ანგარიშებს ბანკებში (ეროვნული, სავალუტო), დებს ხელშეკრულებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის სახსრებს;
ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის შიდა სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) დამტკიცებული ხელფასის ფონდის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა სარგოებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
კ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ლ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს მუდმივ ან დროებით სამუშაოზე;
მ) უფლებამოსილია მიავლინოს თანამშრომლები როგორც ადგილობრივ ი , ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებზე, კომფერენციებსა და პროფესიული დონის ამაღლების კურსებზე;
ნ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ცენტრში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ცენტრის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
ო) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესს.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
6. ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამი-ნისტროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 მარტის ბრძანება №1-1/98 - ვებგვერდი, 23.03.17წ.
მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) აკრედიტაციის სამსახური.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას, საჯარო საინფორმაციო მომსახურების გაწევას, აკრედიტაციის მაძიებელი პირების განაცხადის მიღებას თანდართული დოკუმენტებით, აკრედიტებული ორგანოების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივ განახლებას და სხვა ორგანიზებულ სამუშაოს. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბუღალტრო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ბალანსის შედგენას, სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, აწარმოებს ურთიერთობებს საგადასახადო ინსპექციასთან და ბანკში, აუცილებელი შესყიდვების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების კოორდინაციას ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსათვის წარსადგენად ამზადებს ცენტრის ფინანსურ ანგარიშს;
ბ) აკრედიტაციის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის ციკლის გამავლობაში და არაგეგმური შეფასების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 5. ცენტრის ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. ცენტრი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრის დაფინანსების წყაროა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციისა და ყოველწლიური/არაგეგმიური შეფასების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისთვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ.გ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;“
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
4. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და მასალების წარდგენა.
2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი მოქმედების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
31. აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.

მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადეგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი სამინისტროს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.

მუხლი 8. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
+
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/330
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. ცენტრი დასახელებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინასა და ბანკში, ბეჭედი, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო და ბლანკი.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0177, საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42ა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14წ.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ცენტრის მიზნები და ფუნქციებია:
ა) აკრედიტაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) აკრედიტაციის სამუშაოთა დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმის სრულყოფის, აკრედიტაციის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აკრედიტაციის სისტემის სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ე) აკრედიტაციის მოწმობის გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება, გაგრძელება და გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოება; რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;
კ) კომპეტენციიდან გამომდინარე სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ლ) საქართველოს წარმოდგენა აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საერთაშორისო ნორმების თანახმად აკრედიტაციის წესების და საერთო პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება;
ნ) აკრედიტაციის სამუშაოების შესრულება და შესაბამისობის შემფასებელი იურიდიული ან ფიზიკური პირების უფლებამოსილების ოფიციალურად აღიარება შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაციისათვის;
პ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ჟ) აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში აკრედიტებული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ს) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაცია/საჩივარი) განხილვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) საკუთარი პერსონალის ატესტაციის უზრუნველყოფა;
უ) მომსახურების გაწევა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №1-1/ 882 - სსმ III, № 63 , 04 . 06 .2010, მუხ. 955
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 21. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები🔗
მუხლი 21. (ამოღებლია)🔗
ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამ დებულების დანართი №1-ით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1-1/27 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
მუხლი 3. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
2. ცენტრის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი, დირექტორის წარდგინებით.
3. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვისათვის, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და მიზნობრივი ხარჯვისათვის.
4. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმოადგენს ცენტრს რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება;
დ) შეიმუშავებს ცენტრის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ე) ცენტრის სახელით ხსნის ანგარიშებს ბანკებში (ეროვნული, სავალუტო), დებს ხელშეკრულებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის სახსრებს;
ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის შიდა სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) დამტკიცებული ხელფასის ფონდის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა სარგოებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
კ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ლ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს მუდმივ ან დროებით სამუშაოზე;
მ) უფლებამოსილია მიავლინოს თანამშრომლები როგორც ადგილობრივი , ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებზე, კომფერენციებსა და პროფესიული დონის ამაღლების კურსებზე;
ნ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ცენტრში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ცენტრის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
ო) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესს.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
6. ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამი-ნისტროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 მარტის ბრძანება №1-1/98 - ვებგვერდი, 23.03.17წ.
მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) აკრედიტაციის სამსახური.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას, საჯარო საინფორმაციო მომსახურების გაწევას, აკრედიტაციის მაძიებელი პირების განაცხადის მიღებას თანდართული დოკუმენტებით, აკრედიტებული ორგანოების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივ განახლებას და სხვა ორგანიზებულ სამუშაოს. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბუღალტრო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ბალანსის შედგენას, სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, აწარმოებს ურთიერთობებს საგადასახადო ინსპექციასთან და ბანკში, აუცილებელი შესყიდვების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების კოორდინაციას ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსათვის წარსადგენად ამზადებს ცენტრის ფინანსურ ანგარიშს;
ბ) აკრედიტაციის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის ციკლის გამავლობაში და არაგეგმური შეფასების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 5. ცენტრის ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. ცენტრი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრის დაფინანსების წყაროა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციისა და ყოველწლიური/არაგეგმიური შეფასების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისთვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ.გ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;“
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
4. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და მასალების წარდგენა.
2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი მოქმედების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
31. აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადეგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი სამინისტროს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
მუხლი 8. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი 1
დანართი 1 - (ამოღებლია)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.ეს დებულება განსაზღვრავს „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს.
2. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებისა და მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით (შემდგომში – დებულება).
3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის და დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 2. აკრედიტაციის მიღება
1. ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება:
ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები (შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით:
ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით;
ა.ბ) 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით; და
ა.გ) არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია.
ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები).
2. ამ დებულებით გათვალისწინებული ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის დამატებითი პირობები არ ცვლის შესაბამისი აკრედიტაციის მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებსა და პირობებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესსა და პირობებს.
3. ამ დებულების მიზნებისთვის აფილირებული პირი გულისხმობს პირს, რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, ან რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იურიდიული პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა.
4. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ნებისმიერ პერიოდში გააჩნდათ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოქმედი აკრედიტაცია (გარდა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების ან/და მე-3, მე-6 მუხლების შესაბამისად შერჩევის პროცესში მონაწილეობის შემთხვევისა). აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები.
5. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იღებენ განმეორებით აკრედიტაციას (აკრედიტაციის წყვეტის გარეშე) ან/და აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, შეჩერებულ აკრედიტაციას აღადგენენ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით. აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 3. დაინტერესებული პირების მიერ შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობები
1. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირები სამინისტროს წარუდგენენ განაცხადს, რომელსაც უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ტესტირების ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით;
ბ) წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ოდენობით;
გ) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
2. შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით.
3. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, თუ არ აკმაყოფილებს ან დარღვეულია დებულებით დადგენილი მოთხოვნები.
4. საქართველოს შესაბამისი რეგიონების მიხედვით ასამოქმედებელი ინსპექტირების ცენტრების ტესტირების ხაზების რაოდენობა, სახეობები, გეოგრაფიული განაწილება, შერჩევის პროცესის გამოცხადება და სხვა საკითხების განისაზღვრა ხორციელდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2018 წლის 12 აპრილისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/58 - ვებგვერდი, 15.02.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №1-1/152 - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 4. არსებული ცენტრების მიერ აკრედიტაციის მოპოვება
1. არსებული ცენტრების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით.
2. არსებული ცენტრების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა (18.00 სთ.).
3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით.
4. არსებული ცენტრების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული პირობების შესრულება წარმოადგენს სამინისტროსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს.
5. ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შესახებ არსებულ ცენტრს ეცნობება და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი წარედგინება განაცხადების წარმოდგენისთვის დადგენილი ვადიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
6. არსებულ ცენტრებზე, ამ მუხლის გარდა, ასევე ვრცელდება ამ დებულების მე-5 მუხლით (საბანკო/სადაზღვევო გარანტიის ნაწილში) და მე-7-მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
7. პირებს, რომლებთანაც სამინისტრო, როგორც არსებულ ცენტრებთან არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, სამინისტროს მხრიდან უბრუნდებათ (უარის თქმით) მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია და ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური
1. ამ დებულებით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია (შემდგომში – გარანტია) გაცემული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან მზღვეველის მიერ.
2. გარანტიის ოდენობა უზრუნველყოფს:
ა) შერჩევის პროცესში გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას და შესაბამისი აკრედიტაციის მიღებას, მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პირობების შესაბამისად; და
ბ) დაინტერესებული პირების შემთხვევაში, აგრეთვე, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდას ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში.
3. არსებული ცენტრებისათვის გარანტია ძალაში უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული აკრედიტაციის მიღებისთვის დადგენილი ვადიდან სულ მცირე ერთი თვის გასვლამდე, ხოლო დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდისა და აკრედიტაციის მიღებისთვის განსაზღვრული ვადიდან სულ მცირე ერთი თვის გასვლამდე.
4. გარანტიის მოქმედება წყდება შერჩევის პროცესში გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში აკრედიტაციის მიღებისა და დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ; გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნებზე სამინისტრო უარს აცხადებს ამავე პირების მიერ შესაბამისი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე. გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარანტია ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
მუხლი 6. შერჩევის პროცესის ჩატარების წესი და გამარჯვებულის გამოვლენა
1. სამინისტროში დაინტერესებულ პირთა მიერ შეტანილ განაცხადებს განიხილავს სამინისტროს მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია).
2. შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლის მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს და კრიტერიუმებს და სამინისტროს შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ხელშეკრულების ხელმოწერის მაღალ საფასურს.
3. განაცხადთა წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის დასრულების შემდგომ, კომისიის მიერ იხსნება შემოსული წინადადებები, დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და დადგენილ პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადებები არ პასუხობს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს, იგი არ დაიშვება შერჩევის პროცესში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება შესაბამისი კომისიის ოქმში.
4. ფინანსური წინადადება (ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის შესახებ) შესაძლებელია გაიხსნას საჯაროდ, დაინტერესებულ პირთა წარმომადგენელთა თანდასწრებით, მათი სურვილის შესაბამისად.
5. კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.
6. სამინისტრო გადაწყვეტილებას საუკეთესო წინადადებ(ებ)ის გამოვლენის შესახებ აცხადებს, როგორც წესი, კონვერტის გახსნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. შერჩევის პროცესი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) განაცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არცერთი განაცხადი;
ბ) წარმოდგენილი განაცხადებიდან არცერთი არ შეესაბამება შერჩევის პროცესის მოთხოვნებს.
8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცესის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.
9. თუ რამდენიმე დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული წინადადება საფასურის და სხვა პირობების შესახებ აკმაყოფილებს შერჩევის პროცესის პირობებს, კომისია უფლებამოსილია რიგითობის მიხედვით დაადგინოს რამდენიმე საუკეთესო წინადადება.
10. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალზე ორი ან მეტი განაცხადით, შემოთავაზებული იქნა თანაბარი ყველაზე მაღალი საფასური, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის ნაწილში.
11. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადებებიდან კომისია გამარჯვებულ(ებ)ს ავლენს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით.
12. ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის შესაბამისად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაფორმდება ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება.
14. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა მონაწილეს. შერჩევის პროცესის გამარჯვებულ(ებ)ს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.
15. შესარჩევ პროცესში გამარჯვებული პირ(ებ)ის გარდა სხვა პირებს სამინისტრო უბრუნებს (უარს ამბობს) მათ მიერ წარმოდგენილ გარანტიებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 7. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სამინისტრო, ამ დებულებით დადგენილი წესით, გამარჯვებულ პირ(ებ)თან/არსებულ ცენტრებთან აფორმებს ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებას
2. გამარჯვებულ პირთან დასადებ ხელშეკრულების პროექტს სამინისტრო წარუდგენს გამარჯვებულ პირს/არსებულ ცენტრს, რომელიც ამავე ხელშეკრულებით აიღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობა (ან/და არსებული ცენტრის გაფართოება) მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3. შესარჩევი პროცესის შედეგების დამტკიცების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” მონაწილე ვალდებულია სამინისტროსთან გააფორმოს ხელშეკრულება.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პირთან არ მოხდა ხელშეკრულების დადება, სამინისტრო უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს შესარჩევ პროცესში სხვა მონაწილეებს შორის მომდევნო საუკეთესო განაცხადის წარმომდგენ პირთან.
5. სამინისტროს და შესარჩევ პროცესში გამარჯვებულს/არსებულ ცენტრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება მათ შორის შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები მხარეების შესახებ;
ბ) შესარჩევი პროცესის პირობებიდან გამომდინარე გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის ვალდებულებები ინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობასთან დაკავშირებით (ან/და არსებულის გაფართოების შესახებ), ხოლო დაინტერესებული პირ(ებ)ის შემთხვევაში ასევე ამ დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
გ) გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების წესი და სხვა სამართლებრივი შედეგები;
დ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესაძლებელია აგრეთვე შესრულდეს მესამე პირის მეშვეობით. მესამე პირის მეშვეობით შესრულებულ ვალდებულებებზე სამინისტროს წინაშე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გამარჯვებულ პირს/არსებულ ცენტრს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/19 - ვებგვერდი, 24.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 8. გამარჯვებული პირის პასუხისმგებლობა
1. ამ დებულებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად სამინისტროს მიერ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
მუხლი 9. სამინისტროს განცხადებები
1. სამინისტრო იტოვებს უფლებას:
ა) უარი თქვას აღნიშნული დებულებით დადგენილ პროცესზე ან ნებისმიერ დროს ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს ამ დებულებაში, მათ შორის შესარჩევი პროცესის პირობებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამავე დებულებაში ცვლილების შეტანის გზით და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით;
ბ) პირთა მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით საკითხის დაზუსტების მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
გ) დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ან დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით;
დ) არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად, ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე.
2. სამინისტრო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს:
ა) ამ მოწვევით განსაზღვრულ პროცესში მონაწილე ან სხვა პირს ამ მოწვევით განსაზღვრულ პროცესთან დაკავშირებით ამ მოწვევის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ გაწეული რაიმე სახის ხარჯი.
ბ) შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირს ან სხვა პირს შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების შემდგომ გაწეული რაიმე სახის ხარჯი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №1-1/177 - ვებგვერდი, 11.04.2018 წ.
მუხლი 10. სადავო საკითხები
ამ დებულებიდან გამომდინარე სადავო საკითხებს განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1-1/27 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
+
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/330
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. ცენტრი დასახელებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინასა და ბანკში, ბეჭედი, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო და ბლანკი.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინასა და ბანკში, ბეჭედი, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო და ბლანკი..
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0177, საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42ა.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/149 - ვებგვერდი, 13.04.2023 წ.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
ცენტრის მიზნები და ფუნქციებია:
ა) აკრედიტაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) აკრედიტაციის სამუშაოთა დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმის სრულყოფის, აკრედიტაციის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აკრედიტაციის სისტემის სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ე) აკრედიტაციის მოწმობის გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება, გაგრძელება და გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოება; რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;
კ) კომპეტენციიდან გამომდინარე სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ლ) საქართველოს წარმოდგენა აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საერთაშორისო ნორმების თანახმად აკრედიტაციის წესების და საერთო პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება;
ნ) აკრედიტაციის სამუშაოების შესრულება და შესაბამისობის შემფასებელი იურიდიული ან ფიზიკური პირების უფლებამოსილების ოფიციალურად აღიარება შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაციისათვის;
პ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ჟ) აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში აკრედიტებული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ს) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაცია/საჩივარი) განხილვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) საკუთარი პერსონალის ატესტაციის უზრუნველყოფა;
უ) მომსახურების გაწევა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №1-1/ 882 - სსმ III, № 63 , 04 . 06 .2010, მუხ. 955
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №1-1/ 882 - სსმ III, № 63 , 04.06.2010, მუხ. 955
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 21. (ამოღებლია)🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1-1/27 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
მუხლი 3. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი🔗
1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
2. ცენტრის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი, დირექტორის წარდგინებით.
3. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვისათვის, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და მიზნობრივი ხარჯვისათვის.
4. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმოადგენს ცენტრს რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი – ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება;
დ) შეიმუშავებს ცენტრის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ე) ცენტრის სახელით ხსნის ანგარიშებს ბანკებში (ეროვნული, სავალუტო), დებს ხელშეკრულებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის სახსრებს;
ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის შიდა სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) დამტკიცებული ხელფასის ფონდის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა სარგოებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
კ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ლ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს მუდმივ ან დროებით სამუშაოზე;
მ) უფლებამოსილია მიავლინოს თანამშრომლები როგორც ადგილობრივი , ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებზე, კომფერენციებსა და პროფესიული დონის ამაღლების კურსებზე;
ნ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ცენტრში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ცენტრის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
ო) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესს.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
6. ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამი-ნისტროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 მარტის ბრძანება №1-1/98 - ვებგვერდი, 23.03.17წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 მარტის ბრძანება №1-1/98 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა🔗
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) აკრედიტაციის სამსახური.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას, საჯარო საინფორმაციო მომსახურების გაწევას, აკრედიტაციის მაძიებელი პირების განაცხადის მიღებას თანდართული დოკუმენტებით, აკრედიტებული ორგანოების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივ განახლებას და სხვა ორგანიზებულ სამუშაოს. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბუღალტრო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ბალანსის შედგენას, სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, აწარმოებს ურთიერთობებს საგადასახადო ინსპექციასთან და ბანკში, აუცილებელი შესყიდვების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების კოორდინაციას ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსათვის წარსადგენად ამზადებს ცენტრის ფინანსურ ანგარიშს;
ბ) აკრედიტაციის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის ციკლის გამავლობაში და არაგეგმური შეფასების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 5. ცენტრის ქონება და დაფინანსება🔗
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. ცენტრი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრის დაფინანსების წყაროა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციისა და ყოველწლიური/არაგეგმიური შეფასების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისთვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ.გ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;“
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
4. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და მასალების წარდგენა.
2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი მოქმედების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
31. აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/215 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადეგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი სამინისტროს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.14 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/404 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
მუხლი 8. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი 1 - (ამოღებლია)
დანართი 1 (ამოღებლია)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება №1-1/5 - ვებგვერდი, 09.01.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1-1/27 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/330, 16.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.014344 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009193-10/