აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2010 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
200120000.22.033.014385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

შემდგომი ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.014.385

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №222

2010 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დადგინდეს აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება:

ა) პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის (იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი) და წითელი აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 6,6 (ექვსი მთელი, ექვსი მეათედი) ევროს ოდენობით;

ბ) პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის (მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი“ – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა და ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი“ – იმპორტირებული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 (ექვსი მთელი, ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი მეათასედი) ევროს ოდენობით;

გ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.838 (ერთი მთელი რვაას ოცდათვრამეტი მეათასედი) ევროს ოდენობით;

დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 8.06 (რვა მთელი, ექვსი მეასედი) ევროს ოდენობით;

ე) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 4.24 (ოთხი მთელი ოცდაოთხი მეასედი) ევროს ოდენობით;

ე​1) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი- ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.72 (ერთი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ევროს ოდენობით;

ვ) იმპორტირებული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ლურჯი –  იმპორტირებული თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 2.47 (ორი მთელი, ორმოცდაშვიდი მეასედი) ევროს ოდენობით.

ვ​1) „იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ყავისფერ-იასამნისფერი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.72 (ერთი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ევროს ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №499 - სსმ III, №74,  23.06.2010, მუხ.1077

    მუხლი 2

1. ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება (მწვანე – ადგილობრივი, ლურჯი – იმპორტირებული) 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე განისაზღვრება – 4.03 (ოთხი მთელი, სამი მეათედი) ევროს ოდენობით.

2. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილი ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება – 2.97 (ორი მთელი, ოთხმოცდაჩვიდმეტი მეათედი) ევროს ოდენობით.

    მუხლი 3

აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანება.

    მუხლი 5

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №499 - სსმ III, №74,  23.06.2010, მუხ.1077

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“, №222, 23.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 200120000.22.033.014385 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009593-1/