საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.014.377
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №78
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №278 -სსმ III, №164 ,15 .12 .2010; მუხ.2324
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მინისტრისა და სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპო ნ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.
2. სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში–მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება № 278 -სსმ III, № 164 , 15 . 12 .2010; მუხ. 2324
მუხლი 2. სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი გრაფიკის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის, მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
გ) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპო ნ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;
გ1) სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებზე გაწერა;
დ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;
ვ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;
ი) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განაცხადების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;
კ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისთვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისთვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;
ლ) საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;
მ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;
ნ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება № 278 -სსმ III, № 164 , 15 . 12 .2010; მუხ. 2324
მუხლი 3. სამდივნოს ხელმძღვანელობა
1. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამდივნოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამდივნოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამდივნოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამდივნოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამდივნოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
ე) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამდივნოს მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამდივნოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამდივნოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამდივნოს საქმიანობის შესახებ.
4. სამდივნოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.014.377
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №78
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №278 -სსმ III, №164 ,15 .12 .2010; მუხ.2324
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №299-სსმ III, №1 72, 31.12 .2010; მუხ.2 501
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მინისტრისა და სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.
2. სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში–მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება № 278 -სსმ III, № 164 , 15 . 12 .2010; მუხ. 2324
მუხლი 2. სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი გრაფიკის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის, მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
გ) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;
გ) მინისტრის ბრძანებების, დავალებების, მინისტრის მიერ ჩატარებულ თათბირებსა და კოლეგიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კოორდინირება და კონტროლი;
გ1) სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებზე გაწერა;
დ) მინისტრის დავალებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების მომზადების ორგანიზება;
დ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;
ე) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპოდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;
ვ) სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებზე გაწერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორესპონდენციის შესახებ მინისტრის ინფორმირება;
ვ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა;
ზ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;
თ) აღსანიშნავ თარიღებთან დაკავშირებული ან სხვა სახის წერილების მომზადების უზრუნველყოფა, გარდა სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი წერილებისა;
თ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;
ი) სწორად შედგენილი და სათანადოდ შეთანხმებული დოკუმენტების მინისტრისათვის ხელმოსაწერად წარდგენის უზრუნველყოფა;
ი) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განაცხადების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;
კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;
კ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისთვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისთვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;
ლ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;
ნ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;
ნ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება.
ო) მინისტრის დავალებით კოლეგიის სხდომების მომზადება და სხდომათა დღის წესრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
პ) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განცხადებების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;
ჟ) სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად, ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მინისტრისათვის საჭირო მასალების წარდგენა;
რ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისათვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისათვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;
ს) სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტთან ერთად საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;
ტ) მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრების ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და სასაუბრო მასალების მომზადების წესის შესაბამისად მინისტრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გაკეთება და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორებისათვის დროულად მიწოდება;
უ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;
ფ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება;
ქ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის ბრძანება № 278 -სსმ III, № 164 , 15 . 12 .2010; მუხ. 2324
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №299-სსმ III, №172, 31.12.2010; მუხ.2501
მუხლი 3. სამდივნოს ხელმძღვანელობა🔗
1. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამდივნოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამდივნოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამდივნოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამდივნოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამდივნოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
ე) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამდივნოს მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამდივნოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამდივნოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამდივნოს საქმიანობის შესახებ.
4. სამდივნოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
31. მინისტრის სამდივნოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით , მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის სამდივნოს სხვა თანამშრომელი.
4. სამდივნოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №299-სსმ III, №172, 31.12.2010; მუხ.2501
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №78, 18.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.014377 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009612-1/