საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2010 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
120260020.22.034.014387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.22.034.014.387

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №337

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011 წ.

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ყოველდღიური  ზაფხულის  ფორმა

                                  

      

პლანშეტი  1

 1. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი უსაყელო მაისური; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში _ წოდება) შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 2. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა _ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური საყელოთი; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

           

 

პლანშეტი  2

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი;  ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი “; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხული-საშემოდგომო ფორმა _ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) ქართული წარწერით „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი “; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი წინა მხარეს ქართული წარწერით: „სოდ “;  წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. ლურჯი ფერის ჟილეტი; ჟილეტის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ჟილეტის წინა, მარცხენა მხარეს _ ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ზამთრის ყოველდღიური ფორმა

პლანშეტი  3

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) სამკლაური ემბლემა

პლანშეტი 4

 სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია             სპეციალური  ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ზედა ნაწილში ორივე მხარეს             ამოტვიფრულია ოქროსფერი (ყვითელი) „ბოლნურ-კაცხური“ ჯვარი, ხოლო ქვედა ნაწილში,  ცენტრში  _  „შ.ს.ს.“; ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.                                                                                                                                                                

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები

პლანშეტი 5

წოდების განმასხვავებელი ნიშნები სამხრეებისა და მკერდზე დანაკერების სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პლანშეტი №6

 

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურე თა (მამაკაცი) სააღლუმე ფორმა

 

სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი შარვალი; მუქი რუხი ფერის პიჯაკი (ფრენჩი) აქსელბანდით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლა ვ ური ემბლემ ა.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლა ვ ური ემბლემ ა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.

ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვა რ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .

საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011 წ.

 

 

 

პლანშეტი №7

 

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურე თა (ქალი) სააღლუმე ფორმა

 

სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი ქვედა ბოლო ; მუქი რუხი ფერის პიჯაკი გამოყვანილი სილუეტით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის ქუდი კანტით ; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლა ვ ური ემბლემ ა.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლა ვ ური ემბლემ ა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.

ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვა რ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .

საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №337, 25.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 120260020.22.034.014387 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009812-1/