1. ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციებია:
ა) იმ აქტის (გარიგების, მოწმობის და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა (სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება);
ბ) იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით;
გ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, მათ შორის, გარიგებებზე, რომელთა ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა;
დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში იურიდიული შინაარსის მქონე ფაქტის დამოწმება;
ე) პირის განცხადების დამოწმება;
ვ) დოკუმენტის დედანთან ან დამოწმებულ ასლთან ასლის (ფოტოასლის) შესაბამისობის, აგრეთვე, დოკუმენტიდან ამონაწერის ნამდვილობის დამოწმება;
ზ) დეპოზიტში იღებს დოკუმენტებს, ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;
თ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
ი) სამემკვიდრეო საქმისწარმოება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
კ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით სამართლებრივ დახმარებას უწევს პირებს. იგი არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი.
3. ნოტარიუსი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით სანოტარო ბიუროში ინახავს სანოტარო დოკუმენტებსა და სხვა აქტებს.
4. ნოტარიუსი სანოტარო ფუნქციების აღსრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციით, და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
თავი I — ზოგადი დებულებანი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-944-2018
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, რადგან სადავო იპოთეკის ხელშეკრულება სსკ-ის 1198-ე და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, შეესაბამება მშობლების გარიგებაში მონაწილეობას, მათი კანონისმიერი უფლებამოსილების ფარგლებში.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ნოტარიატი
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 2. ნოტარიატის
- მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები
- მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება
- მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედების შესრულება სხვა თანამდებობის პირის მიერ
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023. გამოქვეყნება: სსმ, 33, 31/03/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 3, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-3/