1. ნოტარიუსს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს თავისი ფუნქციები ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) მიიღოს საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის, მათ შორის, აინაზღაუროს სანოტარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია თავისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის, ნოტარიუსის ღირსებისა და სანოტარო ბიუროს ხელშეუვალობის დასაცავად.
2. ნოტარიუსს უფლება აქვს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ხელმისწავდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადოს ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიიღებს ამ დაწესებულების მიერ წარმოებულ ელექტრონული წიგნის, ელექტრონული არქივისა და ელექტრონულ მონაცემთა სხვა სახის ბაზაში შესვლის ინდივიდუალურ ნებართვას.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია კლიენტის თხოვნით უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით წარდგენა შესაბამისი სამსახურისათვის, აგრეთვე სარეგისტრაციო მომსახურება. ეს მომსახურება შედის სანოტარო მომსახურებაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის ცალკე საზღაური არ გადაიხდევინება
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები
თავი I — ზოგადი დებულებანი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-944-2018
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, რადგან სადავო იპოთეკის ხელშეკრულება სსკ-ის 1198-ე და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, შეესაბამება მშობლების გარიგებაში მონაწილეობას, მათი კანონისმიერი უფლებამოსილების ფარგლებში.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ნოტარიატი
- მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები
- მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „
- მუხლი 50. მედიატორი ნოტარიუსი
- მუხლი 24¹. ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება
- მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ნოტარიუსი
- მუხლი 3. ნოტარიუსის ფუნქციები
- მუხლი 4. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედების შესრულება სხვა თანამდებობის პირის მიერ
- მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
- მუხლი 9. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
- მუხლი 10. პროფესიული საიდუმლოება
- მუხლი 11. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
- მუხლი 12. სანოტარო ბიურო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023. გამოქვეყნება: სსმ, 33, 31/03/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-7/