1. სამკვიდრო მოწმობა უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით.
2. დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა).
3. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციასდაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).
4. სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების/უფლებების მიღების დასტურად.
6. თუ სამკვიდროს მიღების დასტურად სანოტარო ბიუროში განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მიეცეს ერთ-ერთ მათგანს მის კუთვნილ წილზე ან ყველა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობაში თითოეული მათგანის წილის მითითებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრისათვის მიცემულ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითა ყველა მემკვიდრე და მათი წილები, სხვა მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ადრე გაცემული სამკვიდრო მოწმობის დამოწმებული ასლი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-663(გ-24)
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მესამე მუხლის პირველი ნაწილი, მე-5 მუხლი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანების (2010 წლის 31 მარტი) 32-ე, 91-ე მუხლები და მიიჩნია, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილიდან.
- საქმე №330210019003200964
- „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 1, 91-ე მუხლები - 1835-1917 წლებში მოქმედი რუსეთის იმპერიის სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლი; - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1337-ე,
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
- მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023. გამოქვეყნება: სსმ, 33, 31/03/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 91, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-91/