თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია,–
გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლი · სკ 1425
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-9-2024
…რიგის მემკვიდრეობას; თუმცა, ამავდროულად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლის თანახმად, კი თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, - გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.
- საქმე №ას-1092-2020
…ვადის გაგრძელების საკითხი იხილება, იგულისხმება, რომ სხვა მემკვიდრეებმა გასულ ექვსთვიან ვადაში უკვე მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, არ ნიშნავს დამატებითი ვადის დანიშვნას. 100. სსკ-ის 1425-ე მუხლის თანახმად, ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
- საქმე №ას-1826-2018
საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს კვებეკის სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლს, რომლის მიხედვით “ხელშეკრულების განმარტებისას უფრო მხარეთა საერთო განზრახვა უნდა დგინდებოდეს, ვიდრე სიტყვების ლიტერატურული მნიშვნელობის…
- საქმე №ას-1219-1178-2016
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის, რომ მომდევნო რიგის მემკვიდრის უფლებები წინა რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიუღებლობის შემთხვევაშიც წარმოიშობა, დასტურდება სსკ-ის 1425-ე მუხლის შინაარსიდანაც. 20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1500-ე და 1328-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნამდვილი იყო.
- საქმე №ას-1580-1483-2012
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღების ფაქტის გარდა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უნდა დასტურდებოდეს ის, რომ მოცემულ შემთხვევაში სამკვიდროს დაუფლება მოხდა ე.
- საქმე №ბს-177-173(გ-08)
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 1418. აღმსრულებლის ანგარიში
- მუხლი 1419. ანდერძის აღმსრულებლის გადაყენება
- მუხლი 1420. ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა
- მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები
- მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1425, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1425/