თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლი · სკ 1430
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-263-263-2018
…გამოც. 7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1306-ე, 1336-ე, 1319-ე, 1421.2, 1426.1, 1430-ე და 1450-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 8.1.
- საქმე №ას-18-15-2015
პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია).
- საქმე №ას-670-637-2014
ამავე კოდექსის 1307-ე, 1336-ე და 1430-ე მუხლების შესაბამისად, კანონით მემკვიდრეებად, თანაბარი წილებით, სწორად იქნენ მიჩნეული მეუღლე – ნ.დ., შვილები: ზ.
- საქმე №ას-1577-1480-2012
ამ წრის განვრცობა რომ არ შეიძლება, ამას ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლიც, რომელიც მემკვიდრეობით ტრანსმისიას უშვებს მაშინ, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა.
- საქმე №ბს-109-108(კს-12)
…ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, აკაკი ხ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2006 წლის 13 აპრილიდან, როდესაც რ. ხ-ე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (დადგენილია, რომ რ. ხ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 20 დეკემბერს). ამავე კოდექსის 1430-ე მუხლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში აკაკი ხ-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა ერთ-ერთმა მემკვიდრემ რ.
- საქმე №ას-1224-1076-2010
- საქმე №ას-557-525-2010
- საქმე №ას-1130-1394-09
- საქმე №ას-155-458-04
- საქმე №3კ/216-01
- საქმე №340210015001080265
- საქმე №330210018002749026
- საქმე №330210118002784262
- საქმე №330210018002519549
- საქმე №330210017002131560
- საქმე №130210017002016662
- საქმე №210210116001452527
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები
- მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
- მუხლი 1432. სამკვიდროს აღწერა
- მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა
- მუხლი 1435. სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა
- მუხლი 1436. მემკვიდრის უარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1430, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1430/