მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლი · სკ 1427
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-614-577-2011
…გამომდინარე, ვინაიდან დგინდებოდა, რომ შ. ა-შვილის მიერ მიღებული სამკვიდროს ღირებულება _ 10000 ლარი უფრო ნაკლები იყო მის მიერ გადახდილ მამკვიდრებლის ვალისა და დაკრძალვის ხარჯებზე (10658.39 ლარი) სამოქალაქო კოდექსის 1434-ე, 1427-ე, 1484-ე და 1485-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შალვა არხოშაშვილს არ გააჩნდა სამართლებრივი ვალდებულება საქართველოს...
- საქმე №ბს-1154-1122(კ-10)
სკ 54-ე, 323-ე, 328-ე და 1427-ე მუხლების საფუზველზე შპს «დ-ეს” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-თან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ჯ. გ-თან, ი. ჯ-თან 30.06.98წ.
- საქმე №ას-1287-1133-2010
…დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1319- 1320-ე, 1328-ე, 1306-ე, 1336-ე, 1344-ე, 1346-ე, 1421-ე, 1423-ე, 1424-ე, 1427-ე, 1433-ე, 1467-ე და 1478-ე მუხლები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.
- საქმე №ას-319-300-2010
ჩ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე და 1427-ე მუხლები, რომელთა დანაწესის შესაბამისად ნოტარიუს ც.ბ-ძის მიერ შედგენილი 2002 წლის 24 ოქტომბრის ¹2-443 სანოტარო აქტი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
- საქმე №ბს-195-184(გ-07)
სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 323-ე, 328-ე და 1427-ე მუხლების საფუძველზე შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ჯ. გ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
- საქმე №ბს-350-51-გ-03
- საქმე №3კ/621-03
- საქმე №3კ/701-03
- საქმე №3კ/1048-02
- საქმე №3კ/1183-02
- საქმე №080210019002528215
- საქმე №080210018002528215
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1419. ანდერძის აღმსრულებლის გადაყენება
- მუხლი 1420. ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა
- მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები
- მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
- მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
- მუხლი 1432. სამკვიდროს აღწერა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1427, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1427/