1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.
2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
მოქმედი კანონმდებლობა ამ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის იმგვარ წესს ასახელებს, როდესაც არასრულწლოვნის ნაცვლად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმომშობი მოქმედებების განხორციელება ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ( სკ-ის 1422-ე მუხლი). ამგვარ წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში, გვევლინებოდა მოსარჩელის დედა (სკ-ის 1198-ე (6) მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ მას ლ.ქ–ის გარდაცვალებიდან 6 თვიანი ვადის დაცვით არ განუხორციელებია სამკვიდრო ქონებაზე შვილის საკუთრების უფლებაწარმომშობი კანონით გათვალისწინებული მოქმედება.
- საქმე №ას-674-674-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022
ასეთ შემთხვევაში კი, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მემკვიდრე სამკვიდროს იღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით ( სსკ-ის 1422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით).
- საქმე №ას-380-380-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2018
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1422-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობასთან დაკავშირებით კი უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით და ბათილად ეცნო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები.
- საქმე №ას-283-268-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
მოქმედი კანონმდებლობა ამ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის იმგვარ წესს გვთავაზობს, როდესაც არასრულწლოვნის ნაცვლად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმომშობი მოქმედებების განხორციელება ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ( სკ-ის 1422-ე მუხლი). ამგვარ წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში, გვევლინებოდა მოსარჩელეთა დედა (სკ-ის 1198-ე (6) მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ მას ბ.
- საქმე №ას-4-4-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2016
ამ გარემოების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არც კანონით დადგენილ ვადაში და არც სრულწლოვანების მიღწევისას დამოუკიდებლად არ ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სამკვიდრო, უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლი ადგენს ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიერ სამკვიდროს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიღების წესს.
- საქმე №ას-1102-1050-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2014
- საქმე №ას-959-917-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №ას-1705-1599-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №ას-19-17-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №ას-87-83-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2013
- საქმე №ას-1183-1112-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2013
- საქმე №ას-480-454-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2012
- საქმე №ას-461-702-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2008
- საქმე №ას-386-737-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2007
- საქმე №3კ/600-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2003
- საქმე №340210114640778 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.04.2018
- საქმე №130210018002420029 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330210017002210544 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №190210118002790591 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №130210018002420029 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 26.07.2018
- საქმე №010310017002197044 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება