1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.
2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-624-619(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2011
კასატორმა – სსიპ შემოსავლების სამსახურმა წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1431 მუხლის მოქმედი რედაქცია, ვინაიდან 2010 წლის მაისში, როდესაც დაჯარიმდა მოსარჩელე არ არსებობდა სსკ-ის 1431 მუხლის ახალი რედაქცია და აღნიშნული ცვლილება შევიდა 2010 წლის 21 ივლისს (ამოქმედდა 2010 წლის 1 აგვისტოდან).
- საქმე №ას-201-191-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2010
…როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ხოლო მეორე, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.
- საქმე №050210016001313376 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2018
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1319-ე, 1421-ე, 1431-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობდა ლ---–- მ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო ა---------– ვ----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება