საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.425
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №248
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანება;
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანება;
გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანება;
დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანება;
ე) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანება;
ვ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანება;
ზ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №294 ბრძანება;
თ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანება;
ი) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანება;
კ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანება;
ლ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანება;
მ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანება;
ნ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანება.
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს საბაჟო, საგადასახადო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;
ე) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;
ვ1) გასცემს საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;
ვ2) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
ზ) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, საბაჟო პროცედურების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ1) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
თ) დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
ი) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
ლ) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
მ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალ-დარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;
პ) ასრულებს საბაჟო/საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ მომსახურებას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;
დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;
თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ-ლობის შესახებ;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიას;
კ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;
ლ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
პ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
ჟ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს;
რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;
ს) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
31. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.
5. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამსახურის უფროსის აპარატი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) დავების დეპარტამენტი;
ვ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;
ზ) (ამოღებულია);
თ) ადმინისტრირების დეპარტამენტი;
ი) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
კ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი.
3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) (ამოღებულია);
ბ) თბილისის რეგიონული ცენტრი;
გ) ბათუმის რეგიონული ცენტრი;
დ) ქუთაისის რეგიონული ცენტრი;
ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი;
ვ) ფოთის რეგიონული ცენტრი;
ზ) გორის რეგიონული ცენტრი;
თ) თელავის რეგიონული ცენტრი;
ი) ახალციხის რეგიონული ცენტრი;
კ) გურიის რეგიონული ცენტრი.
4. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აუდიტის დეპარტამენტი;
ბ) მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.
გ) გაფორმების დეპარტამენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707

მუხლი 5. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა
სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო სამმართველო;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ა.გ) სამეურნეო სამმართველო;
ა.დ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.ე) შესყიდვების სამმართველო;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი:
ბ.ა) ექსპერტიზის სამმართველო;
ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დავების დეპარტამენტი;
გ.ა) სასამართლო დავების სამმართველო;
გ.ბ) საჩივრების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:
დ.ა) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი;
ე) (ამოღებულია);
ვ) ადმინისტრირების დეპარტამენტი:
ვ.ა) კონტ როლის სამმართველო;
ვ.ბ) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველო;
ვ.გ) მომსახურების სამმართველო;
ვ.დ) არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო.
ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი:
ზ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ზ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
ზ.გ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ზ.დ) ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველო.
თ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი:
თ.ა) სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველო;
თ.ბ) საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველო;
თ.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველო.
ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი:
ი.ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
ი.ბ) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
ი.დ) ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველო;
ი.ე) ვებრესურსების მართვის სამმართველო.

მუხლი 6. სამსახურის უფროსის აპარატი
სამსახურის უფროსის აპარატის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებათა შესრულების ვადების კონტროლი;
ბ) სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო
საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს ფუნქციებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მონაწილეობის მიღება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, აგრეთვე სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქარ-თველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერ-თაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების პოპულარიზაცია;
ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენიგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;
კ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის შეთანხმება;
ლ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის საკითხის შეთანხმება;
მ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, გაუქმებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ნ) საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ნ1) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;
ო) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;
გ) (ამოღებულია);
დ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ვ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება;
თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ი) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;
კ) წახალისების ფორმების (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ლ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
მ) წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
მ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
ბ) კონკურსის, ატესტაციის ჩატარების, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
გ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
დ) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და თანამდებობრივი გადაადგილების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;
ვ) თანამშრომელთა შვებულებებსა და მივლინებებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და აღრიცხვა;
თ) სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ი) სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოება;
ი1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;
გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;
ზ) მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების და სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და მათი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცემა;
თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ს ახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვ ა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირებ ა;
ბ) ს აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ს ახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენ ა;
გ) მ ოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებ ა, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებ ა, სავარაუდო ფასების განსაზღვრ ა, შესყიდვის საშუალების შერჩევ ა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენ ა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ს აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი
1. ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 10. დავების დეპარტამენტი
სასამართლო დავების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული სასამართლო დავების კოორდინაცია;

2. საჩივრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

გ1) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
გ2) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 11. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;
ბ) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) ფორმის და შევსების წესის შემუშავება;
გ) მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა და დასმულ საკითხებზე სამსახურის პოზიციის ჩამოყალიბება;
დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ „ღია კარის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი განმარტებითი მუშაობის ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ე1) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი სრულყოფა;
გ) საბაჟო პროცედურების განხორციელების, აგრეთვე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ჰარმონიზებული სისტემის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) საქონლის წარმოშობის განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) (ამოღებულია);
ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ზ2) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

3. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
ბ) დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ1) კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, კონსულტაცი ის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ბ2) საბაჟო/საგადასახადო სფეროში კონსულტაციების გაწევის მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
გ) დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების გაცემა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 12. (ამოღებულია)

მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი
1. კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) მონიტორინგი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევების ელექტრონულ ბაზაზე. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
გ) წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი;
დ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთ ა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ვ) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადებების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
თ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;
ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების/`საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა; საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
კ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის გადამხდელის შედარების აქტის მიხედვით;
მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;
ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე ან სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა;
ო) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) სამსახურის მიერ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ბ) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;
გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;
დ) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ე) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
ზ) საბაჟო სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, თანამშრომლობის განხორციელების შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, კოორდინაცია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის ფარგლებში საქონლის საბაჟო გაფორმებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კუთხით;
თ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში რისკის პროფილების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება;
კ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ლ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
მ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ნ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისა და შესრულების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის შემოწმება საგადასახადო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;
პ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
ჟ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მიღება, დამუშავება და რეაგირებისათვის სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ს) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ტ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;
ბ) საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების მიხედვით აღრიცხვის წესების შემუშავება;
გ) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;
დ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის;
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემის შესახებ ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ ბაზაში, ანგარიშ-ფაქტურების კომპიუტერული ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ვ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
ზ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;
თ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
ი) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების საჭიროების და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება:
ლ) ფიზიკურ პირთა ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვა;
მ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ელექტრონული ბაზის მონიტორინგი;
ნ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ო) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდება;
პ) სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მომსახურების სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;
რ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სავალუტო კონტროლის, იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი, შენახვა;
გ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა ,,Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონალური მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;
ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
თ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მონიტორინგი. საბაჟო საწყობების (ღია ან/და დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დამტკიცებული კლასიფიკატორის საჯაროდ გამოცხადება;
ი) შესაბამისი ორგანოებიდან სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განთავსება;
კ) საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, თავისუფალი საწყობის საქმიანობაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ლ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
მ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების მიზნით საბანკო გარანტიის მიღება და შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 14. შიდა კონტროლის დეპარტამენტი
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოთა საქმიანობის შიდა აუდიტი;
ბ) სამსახურის ასიგნებებში ასახული სახსრების სამსახურის თანამშრომელთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
გ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) მონიტორინგი მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;
ბ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება;
გ) სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;
დ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) უზრუნველყოფა;
ბ) სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელების პროცესში სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ბ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
31. ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას რენტგენ-სკანერის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) სამსახურის სისტემაში კინოლოგიური მუშაობის ჩატარება, მათ შორის მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირება, არსებული ძაღლების მომზადების დონის შენარჩუნება და ახალი ტრენინგების ჩატარება, ახალმიღებულ ძაღლებთან შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და მათი მომზადება სამსახურის სისტემაში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, სათანადო მომზადების გავლის შემდგომ, სამსახურისათვის კინოლოგების მომზადება;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შეასრულონ შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, აღმოუჩინონ მათ დახმარება შემოწმების პროცესში, მისცენ შესაბამისი განმარტებები და ინფორმაცია.

მუხლი 141. სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი
1. სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა;
ბ) საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა;
გ1) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა;
გ2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრისა და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მეთოდიკის სრულყოფა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის სრულყოფა;
გ) საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

მუხლი 142. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი
1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;
ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განხორციელება;
ვ) ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივების და პროცესების აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი აღრიცხვა და მართვა;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის;
ი) პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება.
2. სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველ-ყოფის მიზნით;
ბ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
გ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა. აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა და კონტროლი;
გ) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
დ) საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის დახმარების გაწევა და გაუმართაობის აღმოფხვრა;
ე) სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;
ვ) საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების ასახვა მონაცემთა ბაზებში და საინფორმაციო სისტემის პროგრამულ კოდში.
4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ბ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება, სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება და დანერგვა;
გ) ტრენინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის, საინფორმაციო სისტემებში შესაბამის მომხმარებელთა დაშვების უზრუნველყოფა;
დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების საპილოტო დანერგვა და ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;
ე) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ახალი და არსებული ავტომატიზირებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
თ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხსმგებელი სტრუქტურული ერთეულის-თვის;
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;
კ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფ ა.
5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის პუბლიკაციის სტანდარტების შემუშავება და რეალიზაცია;
დ) შესაბამისი მომხმარებლებისათვის ერთიანი, მრავალფეროვანი ვებსერვისებისა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 15. სამსახურის სათათბირო ორგანო
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები
1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.
2. ტერიტორიულ ორგანოებს, აუდიტის, მსხვილ გადამხდელთა და გაფორმების დეპარტამენტებს აქვთ ბეჭდებ ი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 17. ტერიტორიული ორგანოების ა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან
ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთა ნ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 18. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული ცენტრების) უფლებამოსილებები
რეგიონული ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;
ბ) დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას;
გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო/სატვირთო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;
დ1) კანონით დადგენილი წესით საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
დ2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას;
დ3) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;
ე) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტი-ლების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
ვ) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
ზ) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათ-ვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ2) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 19. აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებები
აუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) რისკის კრიტერიუმების განსაზღვრას და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობას;
ბ) გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას;
გ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების გეგმის დამტკიცებასა და მის შესრულებას;
დ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას და საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;
ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო შემოწმებების ჩატარებას;
ვ) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილებების მიღებას;
ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 20. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ბ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილების შეტანას;
გ) გადამხდელთა მომსახურებას, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ჩატარებას, გადასახადების ადმინისტრირებას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
გ1) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
გ2) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
გ3) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტა-რული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
გ4) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები-სათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას;
გ5) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
დ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 3 მლნ. ლარს);
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 150 ათასი ლარი);
გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.5 მლნ. ლარს);
დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 100 ათასი ლარი).

მუხლი 21. გაფორმების დეპარტამენტის უფლებამოსილებები
გაფორმების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციათა მონიტორინგ ს, ზედამხედველობა ს და ანალიზს; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებ ული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგ ს;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებას;
გ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელება ს;
დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში) საბაჟო კონტროლის განხორციელებას რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზს, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენას და რეაგირებას;
ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის მთლიანობისა და ლუქების კონტროლს;
ვ) სამსახურის მფლობელობაში არსებული საბაჟო ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზებას და მართვას;
ზ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.425
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №248
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანება;
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანება;
გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანება;
დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანება;
ე) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანება;
ვ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანება;
ზ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №294 ბრძანება;
თ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანება;
ი) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანება;
კ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანება;
ლ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანება;
მ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანება;
ნ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანება.
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს საბაჟო, საგადასახადო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;
ე) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;
ვ1) გასცემს საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;
ვ2) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
ზ) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, საბაჟო პროცედურების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ1) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
თ) დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
ი) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
ლ) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
მ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალ-დარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;
პ) ასრულებს საბაჟო/საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ მომსახურებას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;
დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;
თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ-ლობის შესახებ;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიას;
კ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;
ლ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
პ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
ჟ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს;
რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;
ს) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
31. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.
5. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამსახურის უფროსის აპარატი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) დავების დეპარტამენტი;
ვ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;
ზ) (ამოღებულია);
თ) ადმინისტრირების დეპარტამენტი;
ი) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
კ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი.
3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) (ამოღებულია);
ბ) თბილისის რეგიონული ცენტრი;
გ) ბათუმის რეგიონული ცენტრი;
დ) ქუთაისის რეგიონული ცენტრი;
ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი;
ვ) ფოთის რეგიონული ცენტრი;
ზ) გორის რეგიონული ცენტრი;
თ) თელავის რეგიონული ცენტრი;
ი) ახალციხის რეგიონული ცენტრი;
კ) გურიის რეგიონული ცენტრი.
4. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აუდიტის დეპარტამენტი;
ბ) მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.
გ) გაფორმების დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 5. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა
სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო სამმართველო;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ა.გ) სამეურნეო სამმართველო;
ა.დ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.ე) შესყიდვების სამმართველო;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი:
ბ.ა) ექსპერტიზის სამმართველო;
ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დავების დეპარტამენტი;
გ.ა) სასამართლო დავების სამმართველო;
გ.ბ) საჩივრების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:
დ.ა) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი;
ე) (ამოღებულია);
ვ) ადმინისტრირების დეპარტამენტი:
ვ.ა) კონტროლის სამმართველო;
ვ.ბ) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველო;
ვ.გ) მომსახურების სამმართველო;
ვ.დ) არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო.
ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი:
ზ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ზ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
ზ.გ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ზ.დ) ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველო.
თ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი:
თ.ა) სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველო;
თ.ბ) საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველო;
თ.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველო.
ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი:
ი.ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
ი.ბ) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
ი.დ) ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველო;
ი.ე) ვებრესურსების მართვის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 6. სამსახურის უფროსის აპარატი
სამსახურის უფროსის აპარატის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებათა შესრულების ვადების კონტროლი;
ბ) სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო
საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს ფუნქციებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მონაწილეობის მიღება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, აგრეთვე სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქარ-თველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერ-თაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების პოპულარიზაცია;
ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენიგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;
კ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის შეთანხმება;
ლ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის საკითხის შეთანხმება;
მ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, გაუქმებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ნ) საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ნ1) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;
ო) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) (ამოღებულია);
დ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ვ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება;
თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ი) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;
კ) წახალისების ფორმების (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ლ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
მ) წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
მ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
ბ) კონკურსის, ატესტაციის ჩატარების, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
გ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
დ) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და თანამდებობრივი გადაადგილების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;
ვ) თანამშრომელთა შვებულებებსა და მივლინებებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და აღრიცხვა;
თ) სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ი) სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოება;
ი1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;
გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;
ზ) მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების და სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და მათი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცემა;
თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი
1. ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
მუხლი 10. დავების დეპარტამენტი
სასამართლო დავების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული სასამართლო დავების კოორდინაცია;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საჩივრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ1) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
გ2) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 11. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;
ბ) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) ფორმის და შევსების წესის შემუშავება;
გ) მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა და დასმულ საკითხებზე სამსახურის პოზიციის ჩამოყალიბება;
დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ „ღია კარის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი განმარტებითი მუშაობის ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ე1) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი სრულყოფა;
გ) საბაჟო პროცედურების განხორციელების, აგრეთვე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ჰარმონიზებული სისტემის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) საქონლის წარმოშობის განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) (ამოღებულია);
ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ზ2) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
ბ) დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ1) კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, კონსულტაციის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ბ2) საბაჟო/საგადასახადო სფეროში კონსულტაციების გაწევის მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
გ) დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების გაცემა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი
1. კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) მონიტორინგი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევების ელექტრონულ ბაზაზე. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
გ) წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი;
დ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ვ) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადებების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
თ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;
ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების/`საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა; საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
კ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის გადამხდელის შედარების აქტის მიხედვით;
მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;

მუხლი 141. სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი🔗
1. სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა;
ბ) საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა;
გ1) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა;
გ2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრისა და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მეთოდიკის სრულყოფა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის სრულყოფა;
გ) საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 142. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი🔗
1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;
ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განხორციელება;
ვ) ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივების და პროცესების აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი აღრიცხვა და მართვა;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების კოორდინაცია;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის;
ი) პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება.
2. სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველ-ყოფის მიზნით;
ბ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
გ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა. აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა და კონტროლი;
გ) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
დ) საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის დახმარების გაწევა და გაუმართაობის აღმოფხვრა;
ე) სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;
ვ) საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების ასახვა მონაცემთა ბაზებში და საინფორმაციო სისტემის პროგრამულ კოდში.
4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ბ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება, სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება და დანერგვა;
გ) ტრენინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის, საინფორმაციო სისტემებში შესაბამის მომხმარებელთა დაშვების უზრუნველყოფა;
დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების საპილოტო დანერგვა და ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;
ე) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ახალი და არსებული ავტომატიზირებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
თ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხსმგებელი სტრუქტურული ერთეულის-თვის;
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების აღრიცხვის უზრუნველყოფა, შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების აღრიცხვა, ანალიზი, შესყიდვების დაგეგმვა, შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა, მოწოდების კონტროლი და გადაცემის უზრუნველყოფა.
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;
კ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის პუბლიკაციის სტანდარტების შემუშავება და რეალიზაცია;
დ) შესაბამისი მომხმარებლებისათვის ერთიანი, მრავალფეროვანი ვებსერვისებისა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 15. სამსახურის სათათბირო ორგანო
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები
1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.
2. ტერიტორიულ ორგანოებს, აუდიტის, მსხვილ გადამხდელთა და გაფორმების დეპარტამენტებს აქვთ ბეჭდები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 17. ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან🔗
ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 18. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული ცენტრების) უფლებამოსილებები
რეგიონული ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;
ბ) დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას;
გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო/სატვირთო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;
დ1) კანონით დადგენილი წესით საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
დ2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას;
დ3) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;
ე) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტი-ლების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
ვ) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
ზ) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათ-ვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ2) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 19. აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებები
აუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) რისკის კრიტერიუმების განსაზღვრას და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობას;
ბ) გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას;
გ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების გეგმის დამტკიცებასა და მის შესრულებას;
დ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას და საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;
ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო შემოწმებების ჩატარებას;
ვ) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილებების მიღებას;
ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 20. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;
ბ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილების შეტანას;
გ) გადამხდელთა მომსახურებას, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ჩატარებას, გადასახადების ადმინისტრირებას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
გ1) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
გ2) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
გ3) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტა-რული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
გ4) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები-სათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას;
გ5) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
დ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 3 მლნ. ლარს);
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 150 ათასი ლარი);
გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.5 მლნ. ლარს);
დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 100 ათასი ლარი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 21. გაფორმების დეპარტამენტის უფლებამოსილებები
გაფორმების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციათა მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებას;
გ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებას;
დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში) საბაჟო კონტროლის განხორციელებას რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზს, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენას და რეაგირებას;
ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის მთლიანობისა და ლუქების კონტროლს;
ვ) სამსახურის მფლობელობაში არსებული საბაჟო ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზებას და მართვას;
ზ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.425
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №248
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანება;
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანება;
გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანება;
დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანება;
ე) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანება;
ვ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანება;
ზ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №294 ბრძანება;
თ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანება;
ი) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანება;
კ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანება;
ლ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანება;
მ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანება;
ნ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანება.
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №952 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2417
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები🔗
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს საბაჟო, საგადასახადო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;
ე) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;
ვ1) გასცემს საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;
ვ2) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
ზ) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, საბაჟო პროცედურების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ1) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
თ) დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
ი) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
ლ) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
მ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალ-დარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;
პ) ასრულებს საბაჟო/საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ მომსახურებას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;
დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;
თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ-ლობის შესახებ;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიას;
კ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;
ლ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
პ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
ჟ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს;
რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;
ს) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
31. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.
5. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
5. (ამოღებულია).
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის ბრძანება №488-სსმ III, №72, 21.06.2010წ; მუხ.1060
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №669-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1589
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №952 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2417
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამსახურის უფროსის აპარატი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) დავების დეპარტამენტი;
ვ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;
ზ) (ამოღებულია);
თ) ადმინისტრირების დეპარტამენტი;
ი) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
კ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი.
3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) (ამოღებულია);
ბ) თბილისის რეგიონული ცენტრი;
გ) ბათუმის რეგიონული ცენტრი;
დ) ქუთაისის რეგიონული ცენტრი;
ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი;
ვ) ფოთის რეგიონული ცენტრი;
ზ) გორის რეგიონული ცენტრი;
თ) თელავის რეგიონული ცენტრი;
ი) ახალციხის რეგიონული ცენტრი;
კ) გურიის რეგიონული ცენტრი.
4. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აუდიტის დეპარტამენტი;
ბ) მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.
გ) გაფორმების დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 5. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა🔗
სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო სამმართველო;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ა.გ) სამეურნეო სამმართველო;
ა.დ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.ე) შესყიდვების სამმართველო;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი:
ბ.ა) ექსპერტიზის სამმართველო;
ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დავების დეპარტამენტი;
გ.ა) სასამართლო დავების სამმართველო;
გ.ბ) საჩივრების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:
დ.ა) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი;
ე) (ამოღებულია);
ვ) ადმინისტრირების დეპარტამენტი:
ვ.ა) კონტროლის სამმართველო;
ვ.ბ) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველო;
ვ.გ) მომსახურების სამმართველო;
ვ.დ) არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო.
ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი:
ზ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ზ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
ზ.გ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ზ.დ) ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველო.
თ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი:
თ.ა) სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველო;
თ.ბ) საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველო;
თ.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველო.
ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი:
ი.ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
ი.ბ) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
ი.დ) ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველო;
ი.ე) ვებრესურსების მართვის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 6. სამსახურის უფროსის აპარატი🔗
სამსახურის უფროსის აპარატის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებათა შესრულების ვადების კონტროლი;
ბ) სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო🔗
საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს ფუნქციებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მონაწილეობის მიღება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, აგრეთვე სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქარ-თველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერ-თაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების პოპულარიზაცია;
ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენიგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;
კ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის შეთანხმება;
ლ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის საკითხის შეთანხმება;
მ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, გაუქმებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ნ) საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ნ1) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;
ო) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;
გ) (ამოღებულია);
დ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ვ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება;
თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ი) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;
კ) წახალისების ფორმების (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ლ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
მ) წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
მ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
ბ) კონკურსის, ატესტაციის ჩატარების, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
გ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
დ) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და თანამდებობრივი გადაადგილების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;
ვ) თანამშრომელთა შვებულებებსა და მივლინებებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და აღრიცხვა;
თ) სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ი) სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოება;
ი1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;
გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;
ზ) მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების და სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და მათი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცემა;
თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი🔗
1. ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
მუხლი 10. დავების დეპარტამენტი🔗
სასამართლო დავების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული სასამართლო დავების კოორდინაცია;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საჩივრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ1) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
გ2) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 11. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი🔗
1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;
ბ) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) ფორმის და შევსების წესის შემუშავება;
გ) მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა და დასმულ საკითხებზე სამსახურის პოზიციის ჩამოყალიბება;
დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ „ღია კარის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი განმარტებითი მუშაობის ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ე1) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი სრულყოფა;
გ) საბაჟო პროცედურების განხორციელების, აგრეთვე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ჰარმონიზებული სისტემის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) საქონლის წარმოშობის განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) (ამოღებულია);
ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ზ2) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
ბ) დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ1) კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, კონსულტაციის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ბ2) საბაჟო/საგადასახადო სფეროში კონსულტაციების გაწევის მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
გ) დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების გაცემა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 12. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი🔗
1. კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) მონიტორინგი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევების ელექტრონულ ბაზაზე. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
გ) წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი;
დ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ვ) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადებების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
თ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება;
ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების/`საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა; საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
კ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის გადამხდელის შედარების აქტის მიხედვით;
მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;
ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე ან სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა;
ო) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) სამსახურის მიერ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ბ) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;
გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;
დ) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ე) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
ზ) საბაჟო სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, თანამშრომლობის განხორციელების შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, კოორდინაცია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის ფარგლებში საქონლის საბაჟო გაფორმებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კუთხით;
თ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში რისკის პროფილების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება;
კ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ლ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
მ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ნ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისა და შესრულების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის შემოწმება საგადასახადო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;
პ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
ჟ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მიღება, დამუშავება და რეაგირებისათვის სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ს) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ტ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;
ბ) საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების მიხედვით აღრიცხვის წესების შემუშავება;
გ) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;
დ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის;
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემის შესახებ ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ ბაზაში, ანგარიშ-ფაქტურების კომპიუტერული ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ვ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
ზ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;
თ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
ი) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების საჭიროების და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება:
ლ) ფიზიკურ პირთა ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვა;
მ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ელექტრონული ბაზის მონიტორინგი;
ნ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ო) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდება;
ო) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდება;
პ) სამსახურის რეგიონულ ცენტრებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამსახურის რეგიონული ცენტრებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მომსახურების სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;
რ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სავალუტო კონტროლის, იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი, შენახვა;
გ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა ,,Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონალური მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;
ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;
თ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მონიტორინგი. საბაჟო საწყობების (ღია ან/და დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დამტკიცებული კლასიფიკატორის საჯაროდ გამოცხადება;
ი) შესაბამისი ორგანოებიდან სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განთავსება;
კ) საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, თავისუფალი საწყობის საქმიანობაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ლ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
მ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების მიზნით საბანკო გარანტიის მიღება და შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
პ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 14. შიდა კონტროლის დეპარტამენტი🔗
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოთა საქმიანობის შიდა აუდიტი;
ბ) სამსახურის ასიგნებებში ასახული სახსრების სამსახურის თანამშრომელთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
გ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) მონიტორინგი მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;
ბ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება;
გ) სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;
დ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) უზრუნველყოფა;
ბ) სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელების პროცესში სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ბ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
31. ეკონომიკური ზონის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას რენტგენ-სკანერის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) სამსახურის სისტემაში კინოლოგიური მუშაობის ჩატარება, მათ შორის მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირება, არსებული ძაღლების მომზადების დონის შენარჩუნება და ახალი ტრენინგების ჩატარება, ახალმიღებულ ძაღლებთან შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და მათი მომზადება სამსახურის სისტემაში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, სათანადო მომზადების გავლის შემდგომ, სამსახურისათვის კინოლოგების მომზადება;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შეასრულონ შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, აღმოუჩინონ მათ დახმარება შემოწმების პროცესში, მისცენ შესაბამისი განმარტებები და ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 141. სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი🔗
1. სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა;
ბ) საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა;
გ1) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა;
გ2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრისა და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მეთოდიკის სრულყოფა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის სრულყოფა;
გ) საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 142. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი🔗
1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;
ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განხორციელება;
ვ) ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივების და პროცესების აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი აღრიცხვა და მართვა;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის;
ი) პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება.
2. სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველ-ყოფის მიზნით;
ბ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
გ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა. აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა და კონტროლი;
გ) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
დ) საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის დახმარების გაწევა და გაუმართაობის აღმოფხვრა;
ე) სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;
ვ) საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების ასახვა მონაცემთა ბაზებში და საინფორმაციო სისტემის პროგრამულ კოდში.
4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ბ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება, სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება და დანერგვა;
გ) ტრენინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის, საინფორმაციო სისტემებში შესაბამის მომხმარებელთა დაშვების უზრუნველყოფა;
დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების საპილოტო დანერგვა და ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;
ე) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ახალი და არსებული ავტომატიზირებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
თ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხსმგებელი სტრუქტურული ერთეულის-თვის;
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;
კ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის პუბლიკაციის სტანდარტების შემუშავება და რეალიზაცია;
დ) შესაბამისი მომხმარებლებისათვის ერთიანი, მრავალფეროვანი ვებსერვისებისა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №702-სსმ III, №111, 06.09.2010წ; მუხ.1707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №942 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2397
მუხლი 15. სამსახურის სათათბირო ორგანო🔗
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები🔗
1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.
2. ტერიტორიულ ორგანოებს, აუდიტის, მსხვილ გადამხდელთა და გაფორმების დეპარტამენტებს აქვთ ბეჭდები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 17. ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან🔗
ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და გაფორმების დეპარტამენტი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
მუხლი 18. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული ცენტრების) უფლებამოსილებები🔗
რეგიონული ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;
ბ) დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას;
გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო/სატვირთო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;
დ1) კანონით დადგენილი წესით საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
დ2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას;
დ3) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;
ე) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტი-ლების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
ვ) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
ზ) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათ-ვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ2) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №548-სსმ III, №79, 05.07.2010წ; მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 19. აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებები🔗
აუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) რისკის კრიტერიუმების განსაზღვრას და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობას;
ბ) გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას;
გ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების გეგმის დამტკიცებასა და მის შესრულებას;
დ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას და საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;
ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო შემოწმებების ჩატარებას;
ვ) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილებების მიღებას;
ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 20. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამოსილებები🔗
1. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;
ბ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილების შეტანას;
გ) გადამხდელთა მომსახურებას, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ჩატარებას, გადასახადების ადმინისტრირებას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
გ1) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
გ2) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
გ3) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტა-რული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
გ4) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები-სათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას;
გ5) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რეზიდენტობის ცნობის გაცემას;
დ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 3 მლნ. ლარს);
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 150 ათასი ლარი);
გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.5 მლნ. ლარს);
დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 100 ათასი ლარი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №399-სსმ III, №55, 18.05.2010წ; მუხ.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №622-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1416
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №909-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2299
მუხლი 21. გაფორმების დეპარტამენტის უფლებამოსილებები🔗
გაფორმების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციათა მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებას;
გ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებას;
დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში) საბაჟო კონტროლის განხორციელებას რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზს, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენას და რეაგირებას;
ე) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის მთლიანობისა და ლუქების კონტროლს;
ვ) სამსახურის მფლობელობაში არსებული საბაჟო ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზებას და მართვას;
ზ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №816-სსმ III, №141, 01.11.2010წ; მუხ.2024
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №248, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014425 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010334-9/