1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა) იმავდროულად არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი.
2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები სახელმწიფო მოსამსახურეები არიან.
3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4387
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის ორგანული კანონი
№166
- ვებგვერდი, 28.12.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.12.2016 ორგანული კანონი №166
- 27.10.2015 ორგანული კანონი №4387
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.04.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, იმავდროულად არ შეიძლება იყოს: საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი. 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არიან საჯარო მოსამსახურეები. [1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა) იმავდროულად არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი. 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები სახელმწიფო მოსამსახურეები არიან. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება