1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:
ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის;
ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე;
ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას;
ვ1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს;
ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ზ1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით;
თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია);
თ1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436);
ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №4498 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3114 – ვებგვერდი, 20.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.06.2023 ორგანული კანონი №3114
- 17.04.2019 ორგანული კანონი №4498
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
- 01.07.2011 ორგანული კანონი №5001
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის; ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე; ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას; ვ1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს; ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; ზ1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით; თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია); თ1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436); ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ბს-1408(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8651კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და…
- საქმე №ას-1572-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
საკასაციო პალატა მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხზეც, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის…
- საქმე №ბს-489(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
…ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №376-1კ განკარგულებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს…
- საქმე №ბს-1104(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს…
- საქმე №ბს-174(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
…ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის შესაბამის ანგარიშზე შეუფერხებელი და დროული ჩარიცხვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლის,…
- საქმე №ას-233-225-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2013
- საქმე №ას-802-755-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2012
- საქმე №010310017002019903 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №330310018002526739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №080310017002126197 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2018
- საქმე №330310016001392374 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №330310117001943519 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.04.2018
- საქმე №330310017001815748 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310019003183104 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.01.2020
- საქმე №010310017002019903 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310118002565572 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330310018002708023 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330310118002665739 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310018002608407 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330310018002654292 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330310118002420602 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2019
- საქმე №330310116001396282 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება