1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს.
2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით.
3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:
ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა;
ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;
გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა;
დ) იგი გარდაიცვალა.
5. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას.
6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე.
7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;
ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;
გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.09.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური 1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს. 2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით. 3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა; ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს; გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა; დ) იგი გარდაიცვალა. 5. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას. 6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე. 7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი; ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ; გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-348-345(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2017
…პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას - ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბრძანებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ამავე ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელია და პასუხისმგებელია ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის.
- საქმე №ას-261-252-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2012
განმცხადებელმა მიუთითა „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება