თავი X — ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.
3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისა და საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №3354 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3730 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.11.2023 ორგანული კანონი №3730
- 28.06.2023 ორგანული კანონი №3354
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები. 3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისა და საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება. თავისაქართველოს XI.2017 ეროვნულიწლის ბანკის23 დამატებითიდეკემბრის უფლებებიორგანული დაკანონი ძირითადი№1894 აკრძალვები– ვებგვერდი, 11.01.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება