თავი X — ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა.
2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2014
წლის
მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
საქართველოს 2014
წლის 27 ნოემბრის
ორგანული კანონი №2795 - ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის
დეკემბრის
ორგანული
კანონი №3904
– ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის ორგანული კანონი №545 – ვებგვერდი, 14.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 13.05.2025 ორგანული კანონი №545
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
- 27.11.2014 ორგანული კანონი №2795
- 22.06.2012 ორგანული კანონი №6551
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი 1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. 2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს. საქართველოს 2014 წლის მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის დეკემბრის ორგანული კანონი №3904 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1145(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2022
…საკორესპონდენტო ანგარიში გარდაქმნა სალიკვიდაციო ანგარიშად. ამასთან, ბანკში სხვადასხვა ანგარიშზე რიცხული თანხები ჩაირიცხა სალიკვიდაციო ანგარიშზე. სს „ს...ის“ ლიკვიდატორის 2008 წლის 5 მაისის №25 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, „კომერციული ბანკების საქმიანობის…
- საქმე №ბს-711-677(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2009
მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტზე მითითებით.
- საქმე №ბს-224-212(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2007
…ინვესტორის პირად ანგარიშზე. “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო დაეცვა მის მიერ დადგენილი წესები. ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო მიეცა მითითება სს “ქ-ს” ლიკვიდატორისათვის ქმედების განხორციელების თაობაზე და “საქართველოს ფინანსთა…
- საქმე №ას-1094-1333-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2006
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა «ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 33-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტს, რომელთა მიხედვით საზოგადოების დროებით ადმინისტრაციაზე გადავიდა კომერციული ბანკის ყველა ორგანოს უფლებამოსილება.
- საქმე №3გ-ად-37-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2003
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა დროულად არ გაუუქმა ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფ სს “...ბანკს” საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია, რის გამოც, აგრეთვე, დაირღვა მოსარჩელის უფლებები.
- საქმე №3გ/ად-67-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2003
- საქმე №3კ-99-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2003
- საქმე №3გ-ად-113-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2002
- საქმე №3გ/ად-208-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება