საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.434
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №257
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში
თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანება.
2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №124 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467 -სსმ III, №66 , 09 .06 .2010წ; მუხ.983
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სამსახურის თანამშრომლთა მიღების და ატესტაციის ჩატარების წესს.
2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში –სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).
მუხლი 2. სამსახურში მიღება
1. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. სამსახურში თანამდებობაზე მიღება ფორმდება თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელსა და გვარს;
ბ) სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელებას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს;
დ) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ვ) სამსახურის ვადას – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ზ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.
3. თანამშრომელმა დანიშვნამდე სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ი) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
4. სამსახურში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა.
მუხლი 3. სამსახურში მიღება გამოსაცდელი ვადით
1. თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურის უფროსს შეუძლია შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი, არ წესდება:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას;
გ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი თანამშრომლის მიმართ;
3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 4. სამსახურის ვადა
1. თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – სამსახურის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შტატით გაუთვალისწინებელ თანამდებობაზე – თანამშრომელი დავალების შესრულების ვადით;
გ) თანამშრომელი შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე – სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 5. კონკურსი
1. კონკურსის მიზანია თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.
2. სამსახურის უფროსი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელზეც თანამშრომლის დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.
მუხლი 6. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურს აცხადებს სამსახურის უფროსი;
2. კონკურსის ჩატარების დროსა და საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
3. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ ქვეყნდება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.
4. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დასაკავებელი თანამდებობის, კონკურსის ჩატარების თარიღის, საკონკურსო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაციას სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი უფლებამოსილია შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით;
6. (ამოღებულია) .
7. კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
8. კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გამოვლენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;
9. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვლინდება შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 8. ატესტაცია
1. ატესტაციის ჩატარების მიზანია თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.
2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულისათვის ან თემატური ნიშნით.
მუხლი 9. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
3. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 10. დავების გადაწყვეტა
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.434
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №257
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში
თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანება.
2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №124 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467 -სსმ III, №66 , 09 .06 .2010წ; მუხ.983
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №467-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.983
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №267 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სამსახურის თანამშრომლთა მიღების და ატესტაციის ჩატარების წესს.
2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში –სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).
2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის ცენტრალური აპარატის და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 2 მაისის ბრძანება № 26 7 - ვებგვერდი , 04.05. 2011 წ.
მუხლი 2. სამსახურში მიღება🔗
1. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. სამსახურში თანამდებობაზე მიღება ფორმდება თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელსა და გვარს;
ბ) სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელებას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს;
დ) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ვ) სამსახურის ვადას – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ზ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.
3. თანამშრომელმა დანიშვნამდე სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ი) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
4. სამსახურში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა.
მუხლი 3. სამსახურში მიღება გამოსაცდელი ვადით🔗
1. თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურის უფროსს შეუძლია შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი, არ წესდება:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას;
გ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი თანამშრომლის მიმართ;
3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 4. სამსახურის ვადა🔗
1. თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – სამსახურის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შტატით გაუთვალისწინებელ თანამდებობაზე – თანამშრომელი დავალების შესრულების ვადით;
გ) თანამშრომელი შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე – სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 5. კონკურსი🔗
1. კონკურსის მიზანია თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.
2. სამსახურის უფროსი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელზეც თანამშრომლის დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.
მუხლი 6. კონკურსის ჩატარების წესი🔗
1. კონკურს აცხადებს სამსახურის უფროსი;
2. კონკურსის ჩატარების დროსა და საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
3. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ ქვეყნდება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.
4. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დასაკავებელი თანამდებობის, კონკურსის ჩატარების თარიღის, საკონკურსო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაციას სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი უფლებამოსილია შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით;
6. (ამოღებულია) .
7. კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
8. კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გამოვლენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;
9. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვლინდება შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 7. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 8. ატესტაცია🔗
1. ატესტაციის ჩატარების მიზანია თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.
2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულისათვის ან თემატური ნიშნით.
მუხლი 9. ატესტაციის ჩატარების წესი🔗
1. ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
3. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 467 -სსმ III, № 66 , 09 .0 6 .2010წ; მუხ. 983
მუხლი 10. დავების გადაწყვეტა🔗
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №257, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014434 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010471-1/