საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2010 ბოლო ცვლილება 30.04.2024
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.014424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციოკოდი 040.030.000.22.033.014.424

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №247

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 მარტის №160 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულება.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

შეტანილიცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №383, სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.827

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №701, სსმ III, №111, 06.09.2010წ., მუხ.1706

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 21.01.2011 წ.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 13.03.2012წ.

6. საქართველოსფინანსთამინისტრის 2013 წლის 25იანვრისბრძანება №29 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 მარტის №160 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სამსახურის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური“.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სამსახურის მიზნებია:

ა) სამინისტროს ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს უწყვეტად ფუნქციონირების ხელშეწყობა და მისი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა;

დ) სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია;

ე) საინფორმაციო სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა და განვითარება.

2. სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის შეგროვებას, სისიტემატიზაციას და მათი დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას;

ბ) ახორციელებს საინფორმაციო სისიტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას;

გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვის საიმედოობას თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და მონაცემთა საცავების სისტემურ ადმინისტრირებას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს სისტემის ორგანოებსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებს/სტრუქტურულ ერთეულებს მოქმედი საინფორმაციო სისტემებით და განსაზღვრავს მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობას და სტანდარტებს;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს სისტემის ორგანოებსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებს/სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართულ მუშაობას, მათ წვდომას გლობალური ქსელთან (ინტერნეტთან) და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირებას, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას;

ზ) ახორციელებს ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვას მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებების შეტანას, ახალ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევას და დადგენას, მათ საფუძველზე ტექნიკური პროდუქტებისა და დავალებების შემუშავებას;

თ) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს საცნობარო და ანალიტიკურ უზრუნველყოფას, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;

ი) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების შემუშავებას და ამ ფორმების მიწოდებას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის/სტრუქტურული ერთეულებისათვის;

კ) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად;

ლ) მონაწილეობს ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველ სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მომდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;

მ) უზრუნველყოფს სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირებას და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობას;

ნ) (ამოღებულია - 01.03.2011, №113) ;

ო) ახორციელებს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებას, ადმინისტრირებას და მომსახურებას.

2​1 . სამსახური უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.

3. სამსახური უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №38 3 , სსმ III, № 53 , 11 .0 5 .2010წ., მუხ. 827

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 13.03.2012წ.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურს მართავს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, სამსახურის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. უფროსი:

ა) ახორციელებს სამსახურის მართვას და წარმომადგენლობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას და აწესრიგებს მის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ზ) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს სამსახურის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და სამსახურის შინაგანაწესს;

კ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის და წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება;

ლ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.

5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. უფროსს შეიძლება ჰყავდეს მრჩეველი – ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი.

7. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი.

8. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია უფროსის ან უფროსის მოადგილის წინაშე.

9. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციე-ლებისას;

გ) წარუდგენს წინადადებებს უფროსს ან უფროსის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) წარუდგენს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ასრულებს უფროსის და/ან უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

10. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი.

11. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.

12. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, უფროსის მოადგილისა და უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №701, სსმ III, №111, 06.09.2010წ., მუხ.1706

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 21.01.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) (ამოღებულია) ;

ბ) პროგრამულიუზრუნველყოფისდეპარტამენტი;

ბ​1 ) საოპერაციოდეპარტამენტი;

გ) სისტემური ადმინისტრირების დეპარტამენტი;

დ) კვლევისადასისტემურიანალიზისდეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) ვებრესურსების მართვის დეპარტამენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №38 3 , სსმ III, № 53 , 11 .0 5 .2010წ., მუხ. 827

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №701, სსმ III, №111, 06.09.2010წ., მუხ.1706

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები

1. (ამოღებულია) .

2. პროგრამულიუზრუნველყოფისდეპარტამენტისამოცანებიდაფუნქციებია:

ა) პროგრამულიუზრუნველყოფისშექმნადამოდერნიზაცია;

ბ) ტექნიკურიდასაპილოტოტესტირებადადოკუმენტირება;

გ) სამსახურისსხვასტრუქტურულიქვედანაყოფებისათვისპროგრამულუზრუნველყოფასთანდაკავშირებითტექნიკურიკონსულტაციებისგაწევადატრენინგებისჩატარება;

დ) პროგრამულიუზრუნველყოფისმუშაობისპროცესშიწარმოშობილიპრობლემებისაღმოფხვრა.

2​1 . საოპერაციოდეპარტამენტისამოცანებიდაფუნქციებია:

ა) ტექნიკურპრობლემებთანდაკავშირებითმოთხოვნებისრეგისტრაცია, პირველადიანალიზიდაშესაბამისისამუშაოებისუზრუნველყოფა;

ბ) სამომხმარებლოტესტირება;

გ) პროგრამულიუზრუნველყოფისდანერგვადამომხმარებელთატრენინგისჩატარება;

დ) მომხმარებლებისრეგისტრაცია (რეგისტრაციასისტემებში, ლოკალურქსელშიჩართვა, ელექტრონულიფოსტითუზრუნველყოფა);

ე) მომსახურებისშესახებშეთანხმებისშესრულებისკონტროლი;

ვ) პროგრამულიუზრუნველყოფისგანახლებადაცვლილებებისგანხორციელება;

ზ) კომპიუტერულიპარკისდაგეგმვა, განახლებადატექნიკურიმხარდაჭერა;

თ) პროგრამულიუზრუნველყოფისინსტალირება;

ი) ტექნიკურიპრობლემებისაღმოფხვრა.

3. სისტემური ადმინისტრირების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს/სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული, საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა; ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; გლობალური ქსელის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გათვალისწინებით;

ბ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;

გ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა, აღდგენის გეგმის მომზადება და პერიოდული ტესტირება;

დ) სასერვერო ცენტრების (მთავარი და სარეზერვო) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო და ანალიტიკური უზრუნველყოფა.

4. კვლევისადასისტემურიანალიზისდეპარტამენტისამოცანებიდაფუნქციებია:

ა) სამსახურისმუშაობისგრძელვადიანისტრატეგიულიდაგეგმვა;

ბ) სამსახურისსაქმიანობისანგარიშისმომზადება;

გ) კვლევებისგანხორციელებადამათიშედეგებისმიწოდება/გამოქვეყნება, აგრეთვეინფორმაციისშეგროვება, სისიტემატიზაციადადამუშავება, სამინისტროსთვისგადამუშავებულისახითმიწოდებისუზრუნველყოფა;

დ) გრძელვადიანიპროექტებისმომზადებადამართვა (კოორდინაცია), პროექტებისგანხორციელებისათვისსაჭირორესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილებადაუზრუნველყოფა, პროექტებისმართვასთანდაკავშირებულიხვაადმინისტრაციულიღონისძიებებისჩატარება;

ე) მომსახურებისხარისხისმართვა;

ვ) ურთიერთობადონორებთან, საერთაშორისოკომპანიებთან, საზოგადოებასთან;

ზ) თანამშრომლებისპროფესიულიგანვითარებისუზრუნველყოფა;

თ) სამსახურისსაქმიანობასთანდაკავშირებულიშიდაპროცესებისსტანდარტებისშემუშავებადადანერგვისკოორდინაცია;

ი) ბიზნესპროცესებისანალიზიდაპროექტებისმართვა;

კ) პროგრამულიუზრუნველყოფისშექმნისათვისამოცანებისანალიზიდაგანსაზღვრა;

ლ) სისტემებისსპეციფიკაციებისადაარქიტექტურისშემუშავება;

მ) მომსახურებისშესახებშეთანხმებებისმომზადება.

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება;

ბ) ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;

გ) სამსახურის პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამსახურის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე საქმისწარმოება;

თ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ი) სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.

6.ვებრესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ვებსაიტების კონცეფციის, ინფორმაციული არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;

ბ) ვებსაიტების ინფორმაციული მართვის სისტემის განვითარება;

გ) ვებსაიტების ინფორმაციული მართვა;

დ) კორპორატიული პორტალის განვითარება, ადმინისტრირება და ინფორმაციის მართვა;

ე) არსებული ვებსაიტების დიზაინის და სტრუქტურის კორექტირება;

ვ) ვებსაიტების პროგრამული უზრუნველყოფა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №38 3 , სსმ III, № 53 , 11 .0 5 .2010წ., მუხ. 827

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №701, სსმ III, №111, 06.09.2010წ., მუხ.1706

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

    მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სამსახური, თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:

ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ​1) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სამსახურის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 13.03.2012წ.

    მუხლი 7. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1.სამსახური ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უფროსის (მოადგილის) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

3. სამსახურს სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სამსახურის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 21.01.2011 წ.

    მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №247, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014424 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010734-6/