სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.11.004.014.548
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №3
2010 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1.
სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული და პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული ფასიანი ქაღალდი;
2. საერთაშორისო საბანკო გარანტია;
3. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
მუხლი 2.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობის მიხედვით.
მუხლი 3.
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობით.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.
გ. ქადაგიძე
+

1. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული, პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული ფასიანი ქაღალდი;
1. საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული და პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული ფასიანი ქაღალდი;
2. საერთაშორისო საბანკო გარანტია;
3. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ს 2013 წლის 2 აპრილის ბრძანება № 1 - ვებგვერდი, 0 5 .04.2013წ.
მუხლი 2.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობის მიხედვით.
მუხლი 3.
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობით.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.
გ. ქადაგიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2013 წლის 2 აპრილის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 05.04.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“, №3, 23.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.014548 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011860-2/