საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.05.2010 ძალადაკარგული 12.06.2013
ნომერი
№2-66
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.014607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 11/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.032.014.607

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-66

2010 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

4. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

  1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

  ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა;

       ბ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის განხორციელება დონორების შესაბამისი სახელმძღვანელოების, დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების , რეგულაციების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  გ) აგრა რულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია;

ბ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;

გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

დ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა განახორციელოს დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების, რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  ე) უზრუნველყოს პროექტების განხორციელების ამსახველი შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის შენახვა დონორთა მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ , პროექტების ფინანსური მენეჯმენტის, მონიტორინგის, შეფასებისა და სხვა საკითხების შესახებ;

დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს ასრულებს მისი მოადგილე.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართვს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფეფის საქმიანობას;

გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

 ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

 ბ) დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო ახორციელებს:

 ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმ ვასა და მართვას დონორთა ან საქართველოს მთავრობის შეთანხმებების შესაბამისად ;

ბ) პროექტების ფინანსურ მენეჯმენტს, ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესყიდვების განხორციელებას დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.

2. დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №2-112 - ვებგვერდი, 21.07.2011წ.

    მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და კორესპონდენციას;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;

დ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

4. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-66, 06.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.014607 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1012430-1/