„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2010 ძალადაკარგული 18.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
001025020.35.144.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 19 დეკემბრის №4 დადგენილება;

ბ) „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო დასახლების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №11 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2011 წ.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 10.11.2011 წ.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

4. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 06.08.2012წ.

                                                                                                                                                 დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

2. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა

გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

 

    მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი

გამგეობის ადგილსამყოფელია ქ. ქარელი , ნინოშვილის ქ. №3 .

თავი II

გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

    მუხლი 6. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები

1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში _ საკრებულოს თავმჯდომარე).

2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.

3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის მოადგილე;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 7. საკრებულოს თავმჯდომარე

1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:

ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე) აცხადებს კონკურსს გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;

ვ) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;

ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;

თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;

ი) ყოველწლიურად (არა უგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;

კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;

ლ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

ნ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებულ ი წინადადებების შესაბამისად;

პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებულ ი წინადადებების შესაბამისად;

ჟ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ს) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით;

უ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;

ფ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;

ღ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;

ყ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის , სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

შ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ჩ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინუ რ ი გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ც) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით , თვითმმართველი ერთეულის სახელით , დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ძ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 8. გამგებელი

1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით , უძღვება გამგეობის საქმიანობას.

2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;

ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;

ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;

ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის , სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;

დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;

ვ) საკრებულოს თავმ ჯ დომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს;

თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;

ი) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;

კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:

კ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

კ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

კ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

კ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

კ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;

კ.ვ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

კ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

კ. თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას.

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) გამოსცემს ბრძანებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.

5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2011წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 10.11.2011წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 06.08.2012წ.

    მუხლი 9. გამგებლის მოადგილე

1. გამგებელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილე გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით, წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

თავი III

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) სახანძრო დაცვის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2011წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

4. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

5. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;

6. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

7. სახანძრო დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

8. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2011წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 06.08.2012წ.

     მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

1. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქალაქ ქარელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ქარელი);

ბ) დირბის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი დირბი);

გ) აბისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბისი, აბისის თავი, ბერძენაული);

დ) ავლევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ავლევი, ცერონისი, კნოლევი);

ე) ახალსოფლის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ოქროსოფელი, სუქითი, ჯაგარაანთ კარი, კუდა ტყე);

ვ) ბრეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, დოღლაური, წვერი);

ზ) ბებნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბებნისი, ლეთეთი, აფნისი);

თ) დვანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დვანი, ტახტიძირი);

ი) ბრეძის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბრეძა, აბანო, საციხური, ჭვრინისი, კუდა, ატოცი, გულიკაანთ უბანი);

კ) ზემო ხვედურეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელები: ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა);

ლ) ზღუდრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, კოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა, გვერძინეთი);

მ) კეხიჯვრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეხიჯვარი, სამწევრისი, თათანაანთუბანი, სანებელი, ვედრება, ქობესაანთ უბანი, კლდუ, კრობანი);

ნ) მოხისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხისი, კოდა, ზემო შაქშაქეთი);

ო) რუისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რუისი);

პ) ურბნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ურბნისი);

ჟ) ფცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, ღოღეთი);

რ) აგარის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აგარა, სოფელი ქვენატკოცა).

ს) გიგანტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო – (სამოქმედო ტერიტორია – სასირეთი, ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა)

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

 

თავი IV

გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

თავი V

გამგეობის სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

    მუხლი 16. სამართლებრივი აქტები

1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად.

2. საკრებულოს თავმჯდომარე , კანონმდებლობის შესაბამისად , ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს _ ბრძანებებს.

3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 10.02.2012წ.

    მუხლი 17. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ ბრძანებების გამომცემმა თანამდებობის პირმა.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს:

ა) ამ ბრძანებების გამომცემი თანამდებობის პირების მიერ;

ბ) საკრებულოს მიერ ( საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე);

გ) იმ სახელმწიფო ორგანოებ ის მიერ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებამოსილებებ ი _ ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;

ე) სასამართლოს მიერ _ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში .

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ბრძანებები შეიძლება არარად იქნეს აღიარებული მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თანამდებობის პირების (ორგანოს) მიერ.

    მუხლი 18. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე _ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.

3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის მიერ.

4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებულ იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი.

    მუხლი 20. სამართლებრივი აქტების გაფორმება

1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციის და საგარეო ურთიერთობების სამსახური.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო გამგებლის ბრძანება _ ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაცი ი ს შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი.

4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2010 წლის 26 ივლისი“).

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აქტების, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 21. გამგეობის რეორგანიზაცია

გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, №17, 20.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 001025020.35.144.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1014757-4/