„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2010 ძალადაკარგული 04.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

010.250.020.35.144.016.006

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №19

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 19 დეკემბრის №9 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

      1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №30-სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.1493

      2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №37-სსმ, №68, 27.12.2010წ., მუხ.2007

     3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერი, 01.02.2011 წ.

      4. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.

დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 05.11.2010, №30).

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №30-სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.1493

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია – შესყიდვების განყოფილება, საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება, ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №37-სსმ, №68, 27.12.2010წ., მუხ.2007

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით;

მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ჟ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ს) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

ტ) საბუღალტრო აღრიცხვას;

უ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

ფ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ქ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შ ემუ შ ავებას;

ღ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ყ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;

შ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;

ჩ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;

ც) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;

ძ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

      მუხლი 5

  საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) საბიუჯეტო პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას:

  ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

  გ)მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

 დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეცი ა ლური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

  ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

  ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

  ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

  თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა  და გაცემის თაობაზე;

  ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

  კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

  ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №37-სსმ, №68, 27.12.2010წ., მუხ.2007

       მუხლი 6  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

 ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

 ბ) საბუღალტრო აღრიცხვას;

 გ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

 დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია ს;

  ე) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ვ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №37-სსმ, №68, 27.12.2010წ., მუხ.2007

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერი, 01.02.2011 წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.

    მუხლი 7. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;

ე) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

ვ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ზ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

თ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

კ) მიმდინარე და ყოველწლიური ანაგრიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) საკრებულოს მუნიციპალური მომსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსურ ზედამხედველობას.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 20.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1014798-4/