„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2010 ძალადაკარგული 18.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №23

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობის სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვეგვერდი, 10.02.2012წ.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.10.2012წ.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.

დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

 

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

( ლარებში )

I

გამგებელი

2650

II

გამგებლის მოადგილე

1500

III

სამსახურის უფროსი

1290

IV

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

V

გამგებლის თანაშემწე

790

VI

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560

VII

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1290

VIII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სპეციალისტი

560

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვეგვერდი, 10.02.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.10.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №23, 20.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1014872-3/