საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული შინაგანაწესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე).
2. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
ვ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
3. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
ვ) მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ზ) მოსამსახურის მივლინების წესი;
თ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
ი) მოსამსახურის მოვალეობანი;
კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;
ნ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტ დროს, პროფესიული საქმიანობის პირად ცხოვრებასთან უკეთესად შეთავსების მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრავს თავად საჯარო მოხელე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.
3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე ან 14.00-დან 15.00 საათამდე.
4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან სპეციალური საშვის გამოყენებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.
2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
3. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
მუხლი 4. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური.
2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი , მინისტრის მოადგილე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს) . იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა და სტაჟიორთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე, ხოლო სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე.
4. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 23.04.2012 წ.
მუხლი 5. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი
1. მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.
მუხლი 6. შვებულების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. მოსამსახურის შვებულება ფორმდება ბრძანებით.
2. შვებულების მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამსახურემ უნდა ისარგებლოს სამინისტროში მოქმედი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემით. მოსამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში საჭირო ველების შევსების შემდეგ იქმნება შვებულების ბრძანების პროექტი, რომელიც დასადასტურებლად ეგზავნება უშუალო უფროსს და შემდეგ ხელმოსაწერად − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, ბრძანების პროექტი პირდაპირ იგზავნება ხელმოსაწერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის შვებულების ბრძანების პროექტი ხელმოსაწერად იგზავნება მინისტრთან. შვებულების ბრძანების პროექტი უნდა მოიცავდეს მოსამსახურის სახელს, გვარს, შვებულების დაწყებისა და დასრულების თარიღებს, შვებულების სახესა და წელს, რომლიდანაც ხდება შვებულების გამოყენება. შვებულების ბრძანების პროექტი მოსამსახურემ უნდა გააგზავნოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე, ხოლო თუ შვებულების ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს, მოსამსახურე შვებულების ბრძანების პროექტს აგზავნის 5 დღით ადრე შვებულების დაწყებამდე, გარდა ამ შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს გამოყენებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება, მას მიეცემა შვებულება ანაზღაურების გარეშე კანონით დადგენილი წესით. ხელმოწერილი ბრძანება ინფორმაციისთვის იგზავნება გენერალურ ინსპექციასა და ეკონომიკურ დეპარტამენტში.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე უარი დააფიქსიროს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველია, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ბრძანების პროექტის გაგზავნასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 09.03.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 7. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომელიც იქმნება სამინისტროში მოქმედი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მოსამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში საჭირო ველების შევსების შემდეგ იქმნება მივლინების ბრძანების პროექტი, რომელიც დასადასტურებლად ეგზავნება უშუალო უფროსს და შემდეგ ხელმოსაწერად − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, ბრძანების პროექტი პირდაპირ იგზავნება ხელმოსაწერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მივლინების ბრძანების პროექტი ხელმოსაწერად იგზავნება მინისტრთან.
2. მივლინების ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღების, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. მივლინების ხელმოწერილი ბრძანება ეგზავნება ეკონომიკურ დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციას.
3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.
4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე- 5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია, ელექტრონული ფორმით, ინტრანეტზე განთავსებული „ტაბელის“ მეშვეობით, აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.), მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) მიზეზის მითითებით.
2. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და სხვ.) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, მოსამსახურე ავსებს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმას“ (დანართი №5) და 2 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აწვდის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 სამუშაო დღე, მაგრამ არაუმეტეს თვეში 2 სამუშაო დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 9. მოსამსახურის მოვალეობანი
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ;
თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.
2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.
მუხლი 10. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 11. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება წერილობითი აქტი (დანართი №4).
მუხლი 12. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №3-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №3) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 13. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექცია და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.
4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 09.03.2011 წ.
შემოვლის ფურცელი
—————————————————————————————————————
(მოსამსახურის გვარი, სახელი)
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
————————————————————————————————————-—
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) ————————————————————————————————-
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ბ) ————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველო:
—————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური ——————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა —————————————————-
თარიღი ————————————————————————————-
მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის
აქტი №
ქ. თბილისი „-----” ----------------------“ 20-------წ.
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება ---------------------------------------------------------
გადაადგილების საფუძველი ----------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
|
№ |
მატერიალური ფასეულობის დასახელება |
საინვენტარო ნომერი
|
გატანილ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი
|
მატერიალური ფასეულობის დაბრუნების სავარაუდო თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გატანა დადასტურებულია:
ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ---------------
გატანაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) -------------------------------------
-----------------------------------
------------------------------------
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი -------------------------------------
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა
ეს ფორმა ივსება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
|
ვის |
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს |
|
ვისგან |
სახელი, გვარი: |
|
თანამდებობა: |
|
|
თარიღი: |
|
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის სახეობა |
||
|
* დამატებითი დღეები
მიუთითეთ მიზეზი: |
||
|
ავადმყოფობა (წარმოადგინეთ საავადმყოფო ფურცელი) |
||
|
სხვა მიზეზი (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსი და სხვა)
მიუთითეთ მიზეზი: |
||
|
სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი |
|
|
|
სამსახურებით დროებით გათავისუფლებულ დღეთა რაოდენობა |
|
|
|
სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდში მოხელის მოვალეობის შემსრულებელი |
სახელი, გვარი: |
|
|
თანამდებობა: |
||
|
უშუალო უფროსი ინფორმირებულია |
სახელი, გვარი: |
|
|
თანამდებობა |
||
დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
* 5 სამუშაო დღე წელიწადში“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104+
2010 წლის 31 მაისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ+
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული შინაგანაწესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი+
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე). 2. შინაგანაწესის მიზნებია: ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა; ვ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა. 3. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ე) ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი; ვ) მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი; ზ) მოსამსახურის მივლინების წესი; თ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი; ი) მოსამსახურის მოვალეობანი; კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა; მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი; ნ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო+
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.
2. სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტ დროს, პროფესიული საქმიანობის პირად ცხოვრებასთან უკეთესად შეთავსების მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრავს თავად საჯარო მოხელე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.
3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე ან 14.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.
4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
+
1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით. 3. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი). მუხლი 4. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი+
1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური.
2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი , მინისტრის მოადგილე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს) . იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა და სტაჟიორთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე, ხოლო სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე.
4. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 23.04.2012 წ. მუხლი 5. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი+
1. მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ. მუხლი 6. შვებულების გამოყენების წესი+
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. მოსამსახურის შვებულება ფორმდება ბრძანებით.
2. შვებულების მოთხოვნის შესახებ „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) ელექტრონული ფოსტით წარედგინება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც, გარდა შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სტუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული ფოსტით აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 09.03.2011 წ.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 7. მოსამსახურის მივლინების წესი🔗
+
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.
2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე- 5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
+
1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია ელექტრონული ფორმით აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს.
1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია, ელექტრონული ფორმით, ინტრანეტზე განთავსებული „ტაბელის“ მეშვეობით, აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.), მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) მიზეზის მითითებით.
2. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას. აღნიშნული დღეები ჩაითვლება შვებულების დღეებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს გამოყენებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება, მას მიეცემა შვებულება ანაზღაურების გარეშე.
3. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
4. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.) მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიზეზის მითითებით.
+
1. მოსამსახურე ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე. 2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება. 3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა. მუხლი 10. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია+
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა+
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი). 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე; გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი. 3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია: ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის; ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს; გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. 4. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება წერილობითი აქტი (დანართი №4). მუხლი 12. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი+
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №3-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №3) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. მუხლი 13. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი+
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექცია და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი+
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის. 2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით. 3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით. 4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. 5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.დანართი №1 (ამოღებულია)
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.დანართი №2 (ამოღებულია)
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 09.03.2011 წ. დანართი №3+
შემოვლის ფურცელი ————————————————————————————————————— (მოსამსახურის გვარი, სახელი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ————————————————————————————————————-— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) ეკონომიკური დეპარტამენტი: ა) ————————————————————————————————- (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) ბ) ———————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველო: ————————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური —————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) მოსამსახურის ხელმოწერა —————————————————- თარიღი ————————————————————————————- დანართი №4+
მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის აქტი № ქ. თბილისი „-----” ----------------------“ 20-------წ. სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება --------------------------------------------------------- გადაადგილების საფუძველი ---------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------№
მატერიალური ფასეულობის დასახელება საინვენტარო ნომერი გატანილ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი მატერიალური ფასეულობის დაბრუნების სავარაუდო თარიღი გატანა დადასტურებულია: ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი --------------- გატანაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) ------------------------------------- ----------------------------------- ------------------------------------ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი -------------------------------------+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.027.014.684
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №104
2010 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
+
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული შინაგანაწესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის №80 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
+
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე).
2. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
ვ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
3. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
ვ) მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ზ) მოსამსახურის მივლინების წესი;
თ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
ი) მოსამსახურის მოვალეობანი;
კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;
ნ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო🔗
+
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტ დროს, პროფესიული საქმიანობის პირად ცხოვრებასთან უკეთესად შეთავსების მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრავს თავად საჯარო მოხელე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.
2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.
3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე ან 14.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.
4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 3. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი🔗
+
1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.
2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
3. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
მუხლი 4. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი🔗
+
1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური.
2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი , მინისტრის მოადგილე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს) . იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა და სტაჟიორთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე, ხოლო სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
4. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
მუხლი 5. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი🔗
+
1. მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.
2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6. შვებულების გამოყენების წესი🔗
+
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. მოსამსახურის შვებულება ფორმდება ბრძანებით.
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2. შვებულების მოთხოვნის შესახებ „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) ელექტრონული ფოსტით წარედგინება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც, გარდა შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სტუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული ფოსტით აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 7. მოსამსახურის მივლინების წესი🔗
+
1. მოსამსახურის მივლინებაში გაშვება ფორმდება ბრძანებით.
2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო ფურცელს (დანართი №1).
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე- 5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი🔗
+
1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია, ელექტრონული ფორმით, ინტრანეტზე განთავსებული „ტაბელის“ მეშვეობით, აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.), მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) მიზეზის მითითებით.
1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია ელექტრონული ფორმით აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს.
2. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას. აღნიშნული დღეები ჩაითვლება შვებულების დღეებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს გამოყენებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება, მას მიეცემა შვებულება ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.06.2013 წ.
3. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.
4. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.) მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიზეზის მითითებით.
მუხლი 9. მოსამსახურის მოვალეობანი🔗
+
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ;
თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.
2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.
მუხლი 10. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია🔗
+
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 11. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა🔗
+
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება წერილობითი აქტი (დანართი №4).
მუხლი 12. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი🔗
+
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №3-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №3) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 13. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი🔗
+
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექცია და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი🔗
+
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.
4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
დანართი №1 (ამოღებულია)
+
დანართი №1
გვერდი 1
დანართი №2 (ამოღებულია)
+
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურის მივლინების ფურცელი
—————————————————————————————————————
(გვარი, სახელი)
—————————————————————————————————————
(თანამდებობა)
მივლინებულ იქნეს—————————————————————————————
(მივლინების ადგილი და მიზანი)
—————————————————————————————————————
—————————————————————————————————————
დღეთა რაოდენობა————————————————————————————-
ხელმძღვანელი —————————-———————————-
(ხელმოწერა)
ბ. ა. „———“————————————————————20——წ.
გვერდი 2
აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ
წასვლა—————————— ჩამოსვლა—————————————
„——-“ ——————— 20——წ. „—-—“ ———————————20 ——წ.
ბ.ა. ხელმოწერა ბ.ა. ხელმოწერა
___________________________________________________________________________
წასვლა——————————————— ჩამოსვლა————————————-
„——-“ ————————— 20——წ. „——-“ ——————————— 20——წ.
ბ.ა. ხელმოწერა ბ.ა. ხელმოწერა
_________________________________________________________________________
წასვლა————————————————— ჩამოსვლა ————————————
„-——-“ ————————20——-წ. „——--“ ———————————20——წ.
ბ.ა. ხელმოწერა ბ.ა. ხელმოწერა
დანართი №2
გვერდი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
——————-
საშვი თარიღი
მიეცა მოქალაქე ——————————————————————————————
ვისთან ————————————————————————————-——————
რომელ დეპარტამენტში ——————————————————————————
ბ-ნ ———————————————————————————-————————
ქ-ნ ————————————————————————————————————
სართული ———————— ოთახი ———-———
ვინ დაუშვა საშვი: —————————————————————————————
საშვის გამცემი:
გვერდი 2
შემოვიდა „———“ საათი „-——-“ წუთი
გავიდა „———“ საათი „———“ წუთი
გაატარეთ ___________________________________________________________________________
პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოუდგენლად საშვს ძალა არა აქვს.
გასვლისას საშვი სათანადო აღნიშვნით უნდა ჩაბარდეს საშვების გაცემის განყოფილებას. საშვის სხვაზე გადაცემა არ შეიძლება.
დანართი №3
+
შემოვლის ფურცელი
—————————————————————————————————————
(მოსამსახურის გვარი, სახელი)
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
————————————————————————————————————-—
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) ————————————————————————————————-
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ბ) ————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველო:
—————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური ——————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა —————————————————-
თარიღი ————————————————————————————-
დანართი №4
+
მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის
აქტი №
ქ. თბილისი „-----” ----------------------“ 20-------წ.
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება ---------------------------------------------------------
გადაადგილების საფუძველი ----------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
№
მატერიალური ფასეულობის დასახელება
საინვენტარო ნომერი
გატანილ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი
მატერიალური ფასეულობის დაბრუნების სავარაუდო თარიღი
გატანა დადასტურებულია:
ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ---------------
გატანაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) -------------------------------------
-----------------------------------
------------------------------------
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი -------------------------------------
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, №104, 31.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.027.014684 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015923-5/