,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.11.2007 ძალადაკარგული 14.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 157, 07/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №617

2007 წლის 5 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის    შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს „საქართველოს ბავშვთა  ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ბავშვთა ფედერაცია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

        საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება№536-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1319

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე ცენტრისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულება.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება№536-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1319

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ““, №617, 05.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004567 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101608-1/