საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.06.2010 ძალადაკარგული 06.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№367
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 04/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (42)

შემდგომი ცვლილებები (38)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №367

2010 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანდართული ნუსხა.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) თანდართული ნუსხის შესაბამისად დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ ბრძანებულებით დაფუძნებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება.

2​1. საზღვარგარეთ საქართველოს დ ი პლომატიური წარმომადგენლობის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება – ,,საქართველოს საელჩო“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №99-ვებგვერდი,23.02.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

2​2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

2​3. საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაცია ს თან საქართველოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

2​4. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყ ე ნებს საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას – საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №480-სსმIII, №82, 08.07.2010წ.,მუხ.1189

2.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №1050-სსმIII, №169, 28.12.2010წ.,მუხ.2424

3 .საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №99-ვებგვერდი,23.02.

2011წ.

4 .საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.

2011წ.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა

 1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

2. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №1050-სსმIII, №169, 28.12.2010წ.,მუხ.2424

4. საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში და საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

6.საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №99-ვებგვერდი,23.02.2011წ .

7. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში.

8. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

9. საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

10. საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში.

11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ირლანდიაში.

12. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სირიის არაბთა რესპუბლიკაში.

13. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

14. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ანდორის სამთავროში.

15. საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

17. საქართველოს საელჩო თურქმენეთში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

18. საქართველოს საელჩო იაპონიაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კორეის რესპუბლიკა შ ი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №1050-სსმIII, №169, 28.12.2010წ.,მუხ.2424

19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №1050-სსმIII, №169, 28.12.2010წ.,მუხ.2424

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

20. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

21. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში.

22. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

23. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) და საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

24. საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

25. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში.

    27. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კუბის რესპუბლიკაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №99-ვებგვერდი,23.02.2011წ .

28. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

29. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

30. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

31. საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

32. საქართველოს საელჩო რუმინეთში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მოლდოვას რესპუბლიკაში.

33. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში.

34. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

35. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

36. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

37. საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სლოვენიის რესპუბლიკაში.

38. საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

39. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

40. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

41. საქართველოს საელჩო უკრაინაში.

42. საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.

     საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №480-სსმIII,№82,08.07.2010წ.,

1189

43. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

44. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

45. საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ფინეთის რესპუბლიკაში.

    46. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიხტენშტაინის სამთავროში.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №177-ვებგვერდი,01.04.2011წ.

47. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთში.

     საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №99-ვებგვერდი,23.02.2011წ .

49. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში), რომელიც აკრედიტებულია ასევე მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენში.

  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №480-სსმIII,№82,08.07.2010წ.,

1189

50. საქართველოს საელჩო კანადაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №1050-სსმIII, №169, 28.12.2010წ.,მუხ.2424

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №367, 01.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1017387-4/